ჩერკასკის სასამართლოსთან უმე-ს იერარქმა საგანგებო განცხადებით გაეროს მიმართა

11 June 14:20
2301
ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: t.me/Cherkasy_Blagovestnyk ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: t.me/Cherkasy_Blagovestnyk

მიტ. თეოდოსმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება მიაქცია პროვოკაციებს, რომლებიც ჩერკასკის ეპარქიაში მას და უმე-ს მორწმუნეებს ეხებოდა.

2024 წლის 11 ივნისს ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა განაცხადა პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდება უმე-ს ეპარქიის საკათედრო ტაძართან დაკავშირებით. მან მიმართა მთელი მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანს საგანგებო განცხადებით ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს შენობასთან ეგრეთ წოდებულ აქტივისტთა მიერ ჩადენილი უმსგავსობების გამო. მიმართვის ვიდეო ჩერკასკის ეპარქიის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

„გთხოვთ, ეს მიმართვა ჩათვალოთ ოფიციალურად, გაეროსთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოში და სხვა სამართალდამცავ საზღვარგარეთის და უკრაინულ ორგანიზაციებში, აგრეთვე უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში, უუს-ში, ჩერკასკის ოლქის პროკურატურაში, - თქვა მეუფემ. - ახლა, ამ წუთებში, როდესაც დილის 11 საათზე ქ. ჩერკასკის სოსნოვსკის რაიონულ სასამართლოში დანიშნული მაქვს სასამართლო სხდომა, ამავდროულად დანიშნულია საკათედრო ტაძრის ფიქტიური მრევლის კრება, ადამიანებისა, რომლებსაც ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს ფიქტიური კრება, რომელიც წინამძღვრის გარეშე გაიმართება, ესე იგი ჩემ გარეშე, რეალური მრევლის გარეშე, რომლის ნაწილი აქ იმყოფება, ორგანიზებულია ვიღაც უცნობთა მიერ საერო დაწესებულებაში, კულტურის სახლში. და ამ კრებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება“.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საკათედრო ტაძარი და მიწა, რომელზეც ის დგას, სახელმწიფო აქტის თანახმად, ეკუთვნის იურიდიულ პირს „უმე-ს ჩერკასკის ეპარქია“ და არანაირ კრებას არ ძალუძს მისი ბედის გადაწყვეტა, მით უმეტეს ფიქტიურ სამრევლოს.

თავის ვიდეოში მან აგრეთვე ყურადღება მიაქცია იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლოს სხდომები და რა ახლავს მათ თან.

„თქვენ ამის ნახვა ახლავე შეგიძლიათ. ეს აგრეთ წოდებული აქტივისტები, რომლებიც სასამართლოში შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ და, დიდად სამწუხაროა, რომ არც სამართალდამცავი ორგანოები, არც სხვა ძალოვანი ორგანოები ვერ დამიცავენ მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს, ამ სკანდალებისგან“, - ხაზი გაუსვა უმე-ს იერარქმა.

მღვდელმთავარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ პროვოკატორებმა ხელი მოსტეხეს უმე-ს ერთ-ერთ მორწმუნე ქალს.

როგორც მჟკ წერდა, ჩერკასკში სასამართლო ითხოვს, რომ შეწყდეს პროვოკაციები უმე-ს იერარქის საქმეთა მოსმენების დროს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ