ზელენსკი: რუსეთმა წაგვართვა ჩვენ რწმენა

21 June 2021 21:20
32
პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უცხოელ ჟურნალისტებს აძლევს ინტერვიუს. ფოტო: president.gov.ua პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უცხოელ ჟურნალისტებს აძლევს ინტერვიუს. ფოტო: president.gov.ua

ვლადიმერ ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა,რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ  საინფორმაციო ომს აწარმოებს და წაიღო მთელი მისი მონაპოვარი,ასევე რწმენაც

2021 წლის 14 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ Agence France-Presse, Reuters и Associated Press ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წაართვა უკრაინას ყველა მისი გამარჯვება, მათ შორის რწმენა, ლიტერატურა, აგრეთვე თავის თავზე მიიწერა ნაციზმზე გამარჯვება, იუწყება president.gov.ua.

„სწორედ ეს არის მთავარი განხეთქილება - საინფორმაციო ომი, საინფორმაციო ფეხის გაწმენდა ჩვენს ქვეყანაზე. უკრაინის ყველა გამარჯვების მითვისება. უბრალოდ მთელი კულტურის, რწმენის, ლიტერატურის, ნაციზმზე გამარჯვების წაღება - ეს პოლიტიკური კლეპტომანიაა, სხვა განმარტება არ არსებობს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის სიტყვებით, უკრაინაში არ არის ფაშისტური და ნაცისტური განწყობები, მათ კი ქმნიან რუსეთის მასმედიის საშუალებები, რომლებსაც რუსეთში უაზროდ ენდობიან.

„ძალიან სასაცილოა, როდესაც მათ რაღაც ნაცისტური განწყობის მაგალითი მოყავთ. ამას მე როგორც „კომედი კლაბს“ ისე ვუყურებ, როდესაც ამაზე ლაპარაკობენ. მთელი ეს ისტორია „ებრაელი-ფაშისტების“ ცოტა კვენტინ ტარანტინოს მოგვაგონებს, მის საოცარ ფილმს „უსახელო ნაბიჭვრები“, გახსოვთ? აი ასეთი ცოტა ფანტასმაგორიულია. და მე არ მესმის, როგორ სჯერათ ამისი რუსეთში. ისინი ჩვენ ხომ კარგად გვიცნობენ!“, - თქვა პრეზიდენტმა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელების ნებისმიერი დადანაშაულება ნაცისტებთან სიმპატიაში სრულიად უსაფუძვლოა.

„ჩემი ოჯახი ნაცისტების მიერ იყო დახვრეტილი უკრაინის ოკუპაციის დროს. რასაც ვერ იტყვი რუსეთზე... ყველა იბრძოდა, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი მთლიანად ოკუპირებული იყო. ჩვენ გვკლავდნენ, გვხვრეტდნენ, გვწვავდნენ... ბაბი იარი - ეს ხომ აქ იყო... ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ისინი ებრძოდნენ ნაციზმს, ჩვენ კი ნაცისტები ვიყავით... ვინ ვართ საერთოდ?“, - ემოციურად მიმართა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2021 წლის 13 ივნისს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ ტაძარში, პრეზიდენტის პოლკის მონაწილეობით, შედგა ნაცისტური დივიზიის „გალიჩინის“ მებრძოლის ორესტ ვასკულას წესის აგება. მანამდე კი, 28 აპრილს, დიდ ოთხშაბათს, კიევში გაიმართა მსვლელობა ნაცისტური დივიზიის „გალიჩინის“ პატივსაცემად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ