ზელენსკი: როდესაც ეკლესიაზე ლაპარაკობენ, ომი მახსენდება

17 June 2021 20:05
74
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია წელავს მისი შეხვედრის დანიშვნას პუტინთან და ისინი იშველიებენ მოგონილ არგუმენტებს ენისა და ეკლესიის თემაზე.

2021 წლის 14 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ Agence France-Presse, Reuters и Associated Press ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში უნდა დასრულდეს ომი, ახლა კი, როდესაც ეკლესიაზე ლაპარაკობენ, ის ომზე ფიქრობს, - იუწყება ქვეყნის მეთაურის ოფიციალური საიტი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის კომენტირებისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მისი აზრით რუსეთის მხარე „ძალიან წელავს“ ამ შეხვედრას.

„აყენებენ რუსული ენის საკითხს, ეკლესიის და ასე შემდეგ. მასმედიაშიც ჩემს ფიგურას განიხილავენ - ეს ძალზე „მნიშვნელოვანია“ ორმხრივ ურთიერთობებში, როდესაც ომი მიმდინარეობს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი სიტყვებით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს: „მაგრამ რა უნდა იყოს თავდაპირველად, როდესაც პატივისცემაზე ვლაპარაკობთ? მე ორი შვილი მყავს. ვთქვათ, ბავშვი, ჩვილი ჯერ „პამპერსშია“. რატომ? იმიტომ რომ მას, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ როდესაც, მაპატიეთ, გინდა, ჯერ შარვალი უნდა გაიხადო და მერე „ქნა“. და არა პირიქით“.

„მაგრამ ჩვენ და რუსეთი უკვე დიდები ვართ და გვესმის, რა და რის მერე უნდა ვქნათ. ამიტომ, როდესაც ეკლესიაზე და ენაზე ლაპარაკობენ, მე ვფიქრობ: ჩვენთან ომია. მოდით, გადავწყვიტოთ - რა იყოს თავდაპირველად? არის კონკრეტიკა: მოვრჩეთ ომს, დავალაგოთ ურთიერთობები. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? ეს ხომ თაობები (დაიტანჯებიან - რედ.). უნდათ თუ არა - ეს სხვა საკითხია. აი, რაზეა ლაპარაკი“, - დაასკვნა ზელენსკიმ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოლიტოლოგ დანიელ ბოგატირიოვის აზრით, ხელისუფლება ემიჯნება მოქალაქეებს რწმენის ნიშნით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ