ხელისუფლება ემიჯნება მოქალაქეებს რწმენის ნიშნით,-ექსპერტი „კეპების“ შესახებ
პოლიტოლოგი დანიელ ბოგატირიოვი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა შესახებ ამაზრზენია.
2021 წლის 16 ივნისს უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტმა და პოლიტოლოგმა დანიელ ბოგატირიოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც კომენტარში ამაზრზენი უწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვით დგომას უმაღლეს რადასთან, მეტყველებენ რწმენის ნიშნით ხელისუფლების გამიჯვნაზე ქვეყნის მოქალაქეებისგან. ამის შესახებ პოლიტოლოგმა დაწერა თავის Facebook-გვერდზე.
„პარლამენტის კედლებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა გუშინდელი ლოცვითი დგომის შემდეგ, პრეზიდენტმა უწოდა მათ „ბებოები ОПЗЖ -ს „კეპებში“ (ОПЗЖ - ოპოზიციური პლატფომა - ცხოვრებისთვის), მას აერია ორი სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ერთი და იგივე დღეს ტარდებოდა. და კიდევ უფრო ამაზრზენად თქვა „ისევ რაღაც უწესრიგობაა ეკლესიაში“, ივარაუდა, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდებოდა „ბებოებისთვის ფულის დარიგებით“, - წერდა ბოგატირიოვი.
ბოგატირიოვის აზრით, პრეზიდენტის სიტყვები, აგრეთვე ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება - ეს „ქვეყნის მოსახლეობისგან ხელისუფლების გამიჯვნის ერთი ჯაჭვის რგოლებია“.
„ვიღაცისგან ის იდეოლოგიურად გაიმიჯნა. სხვებისგან - რწმენის ნიშნით ან ათეიზმის გამო. მესამე - მათ საფულეში სისტემატური ქექვის სურვილის გამო. მეოთხე - მიწების და ბინების წართმევის სწრაფვის გამო. ამ სიტუაციაში ვერ ვხვდები, ვისთვის შეიძლება ეს ხელისუფლება „მისი“ იყოს. ეტყობა, მის მიერ დანიშნული მოხელეების გარდა, ასეთი ხალხი აღარ არის“, - დაასკვნა დანიელ ბოგატირიოვმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის კედლებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვითი დგომის კომენტირებისას აღნიშნა, რომ უმაღლესი რადის კედლებთან „იმყოფებიან ბებოები და ბავშვები... ОПЗЖ -ს ყვითელ „კეპკებში“. პრეზიდენტის სიტყვებით, „იქ, ეკლესიაში, ისევ რაღაც ისე არ არის. და ასე, შემთხვევით, ამ საკითხით ყველა ისე დაინტერესდა, რომ ათასობით ბებო ОПЗЖ -ს ყვითელ „კეპკებში“ მოვიდა“.
თავის მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა გაუშვეს ფლეშმობი უკრაინის პრეზიდენტისადმი მოწოდებით, ბოდიში მოიხადოს „ყვითელი კეპკების“ შესახებ თავისი სიტყვების გამო.
ვლადიმერ ზელენსკის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ თხოვნაზე, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში შეეცადნენ მის გამართლებას.