უმე-ს მორწმუნეებმა თავიანთი მოთხოვნები დატოვეს ურ და პო-ში [სრული ტექსტი]

19 June 2021 00:10
22
უმე-ს მორწმუნეთა ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან. ფოტო: СПЖ უმე-ს მორწმუნეთა ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან. ფოტო: СПЖ

უმე-ს 20 ათასი მორწმუნე ლოცვით იდგა უმაღლესი რადას კედლებთან და ლიტანიით გაემართა ვლადიმირ ზელენსკის ოფისისკენ თავიანთი უფლებებისა და ეკლესიის დასაცავად.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა, რომლებმაც 15 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ლოცვით დგომაში უმაღლესი რადას კედლებთან და 20 ათასიანი ლიტანია გამართეს პრეზიდენტის ოფისთან, ხელისუფლებას გადასცეს მიმართვა თავიანთი უფლებებისა და ეკლესიის დასაცავად და კანონპროექტები უმე-ს დევნის წინააღმდეგ, გვატყობინებს საზოგადოებრივი გაერთიანება „ერისკაცები“.

მჟკ-ს მოჰყავს ურ-ას მეთაურის დმიტრი რაზუმკოვისა და სახალხი დეპუტატებისადმი, ვლადიმირ ზელენსკისადმი განცხადებების ტექსტი და ასევე კანონპროექტები, რომლებმაც უნდა გააუქმონ ანტისაეკლესიო კანონები.

 

პატივცემულო დმიტრი ალექსანდროვიჩ!

პატივცემულო უკრაინის სახალხო დეპუტატებო!

პატივცემულო ვლადიმირ ალექსანდროვიჩ!

მილიონობით უკრაინელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცმა, არაერთხელ მიმართა უკრაინის უმაღლეს რადას მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივისა და განსახილველად კანონპროექტების შეტანის უფლების თაობაზე, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა უკრაინის 20.12.2018 წლის № 2662- VIII კანონით დადგენილი ცვლილებები „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებასთან დაკავშირებით, რომლებიც შედიან იმ რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (წარმოადგენენ ნაწილს), რომლის ხელმძღვანელი ცენტრი (მართვა) მდებარეობს უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოში, რომელიც კანონით არის ცნობილი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმახორციელებლად და/ან რომელმაც დროებით განახორციელა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“ და 17.01.2019 წლის უკრაინის № 2673- VIII კანონით „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებასთან და იურიდიული სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით“.

ეს კანონები, რომელიც მიღებულ იქნა  VII მოწვევის უმაღლესი რადას მიერ უხეშად არღვევენ უკრაინის კონსტიტუციას და ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

ასე მაგალითად, უკრაინის № 2662- VIII კანონით უკრაინის მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილია ცვლილებები, რომლებითაც გათვალისწინებულია რელიგიური ორგანიზაციის კონკრეტული სახელწოდებით იძულებითი სახელის გადარქმევა. ანუ კანონით, უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, სახელმწიფოს ეკლესიისგან გამოყოფასთან მიმართებაში, რეგულირდება რელიგიური ორგანიზაციის სახელის წოდების წესი. ამდენად, სახელმწიფო, რომელიც ერევა რელიგიური ორგანიზაციის შიდა საქმეებში, იძულების წესით ცდილობს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოართვას მისი საკუთარი სახელწოდება, თავს ახვევს მას მისი რელიგიური და იერარქიული სტრუქტურის მისეულ გაგებას. ამის გამო, აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, უმე იმყოფება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რომლებიც უარს ეუბნებიან მის რელიგიურ თემებს რეგისტრაციაზე. უმე-ს რელიგიური ორგანიზაციები ამ კანონით მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ცვლილებები შეიტანონ სადამფუძნებლო დოკუმენტებში, შეცვალონ ხელმძღვანელები, გახსნან ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ისარგებლონ ნოტარიუსების მომსახურებით, გააფორმონ საეკლესიო ნაგებობების ქვეშ მიწის ნაკვეთზე უფლებები და ა.შ. ამ კანონის მოქმედების განმავლობაში სახელმწიფო ხელს უშლის უმე-ს დაახლოებით 500 რელიგიურ ორგანიზაციას რეგისტრაციაში.

უკრაინის №2673- VIII კანონით შემოღებულია ნორმები, რომლითაც დგინდება რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარების ცვლილების პროცედურა, რის შედეგადაც ლეგალიზებულია რელიგიური ორგანიზაციების იურისდიქციის ცვლილების პრაქტიკა ყალბი დოკუმენტების გამოყენების საფუძველზე. პრაქტიკაში ამ ნორმების მიღებამ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო, მოქმედებს რა უკრაინის ახალშექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) ინტერესებში, ყველანაირად ხელს უწყობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უმე) რელიგიური ორგანიზაციების იურისდიქციის ცვლილებას, არეგისტრირებს რა ცვლილებებს რელიგიური თემების საწესდებო დოკუმენტებში მათი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დაქვემდებარების მიხედვით, რის შედეგადაც ხდება ამ უკანასკნელთა წარმომადგენლების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცება. ამ კანონის მოქმედებიდან ორნახევარი წლის განმავლობაში შეცვლილ იქნა უმე-ს 270 თემის იურისდიქცია და მიტაცებულ იქნა დაახლოებით 200 მართლმადიდებელი ტაძარი.

აღნიშნული კანონები წარმოადგენენ დისკრიმინაციულს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში. ამ კანონების ნორმების გამოყენებისას, სახელმწიფო უხეშად ერევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაში და საერთოდ აღმსარებლობის თავისუფლებაში, რაც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლს და არ შეესაბამება მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) ინტერესებში მიღებული კანონები სახელის იძულებით გადარქმევისა და დაქვემდებარების თაობაზე, უკრაინის მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გარდა მოიცავს ჩვენს სახელმწიფოში მშვიდობისა და სიმშვიდის საფრთხეს. უკრაინაში მათი მიღების მომენტიდან გაიზარდა კონფესიათშორისი დაპირისპირებების რაოდენობა. საეკლესიო რეიდერების მიერ ანტისაეკლესიო კანონების გამოყენება იწვევს საზოგადოებაში რელიგიური სიტუაციის ყოველდღიურ დესტაბილიზაციას, უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების დონის გაუარესებას, არსებითი დაბრკოლებების შექმნას ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციებისადმი სულიერი და სოციალური მსახურებისთვის.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა არაერთხელ მოგმართეს თხოვნით უკრაინის უმაღლეს რადაში კანონპროექტების შეტანის თაობაზე, რომელთა მიხედვითაც უკრაინის №2662 - VIII და №2673- VIII კანონებით დადგენილი ანტიკონსტიტუციური ცვლილებები დაკარგავდა ძალა, თუმცა, თქვენი აპარატისგან მუდმივად ვიღებდით ფორმალურ პასუხებს. მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მიმართვები, არსებითად განხილვის გარეშე გადაიგზავნა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, თუმცა, მათში საქმე ეხებოდა სამართალშემოქმედებით საქმიანობას, რომელიც წარმოადგენს უკრაინის უმაღლესი რადას პირდაპირ ფუნქციას, რამდენადაც უკრაინის კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლების ერთადერთ საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს პარალამენტი. უმაღლესი რადას აპარატი, თავს არიდებს რა მართლმადიდებელი ერისკაცების მიმართვების განხილვას, უგულებელყოფს მრავალმილიონიანი მართლმადიდებელი საზოგადოების ინტერესებს, რაც დაუშვებელს წარმოადგენს.

ასეთ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ერისკაცებმა, არ ელოდებოდნენ რა პარლამენტისგან საკანონმდებლო ინიციატივას, დამოუკიდებლად შეიმუშავეს ორი კანონპროექტი, რომლითაც უკრაინის №2662 - VIII და №2673- VIII კანონებით დადგენილი ცვლილებების კარგავენ ძალას. კანონპროექტები თან ერთვის ამ მიმართვას მათი  უკრაინის უმაღლესი რადას სესიაზე განსახილველად შეტანის მოთხოვნით.

გარდა ამისა, რელიგიური შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას ქვეყანაში ხელს უწყობს უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართოლომეოს I  ვიზიტი, რომელიც  2021 წლის აგვისტოშია მოსალოდნელი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს ვიზიტი წარმოადგენს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პასუხს უკრაინის პრეზიდენტის ვ.ა. ზელენსკის მხრიდან მოწვევაზე, რომელიც ამ უკანასკნელს 2021 წლის 6 მარტს გადაეცა უკრაინის სახალხო დეპუტატების ჯგუფის მიერ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I არაა უცხო სახელმწიფოს ლიდერი, ის რელიგიური მოღვაწეა, რომელიც ამავე დროს კონფლიქტშია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ამიტომაც უკრაინაში უცხო რელიგიური მოღვაწის ოფიციალური მოწვევა, რომელსაც ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ კონფესიასთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტული ურთიერთობა, უბრალოდ არა მხოლოდ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა და უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევაა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის თაობაზე, არამედ არის ქვეყანაში კონფესიათშორისი მშვიდობის საფრთხე.

ამ მოწვევამ შთააგონა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) რადიკალურად განწყობილი მომხრეები აქტიური მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, რაც უკავშირდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ორგანიზაციების ქონების დაუფლებას: გახშირდა უმე-ს ტაძრების მიტაცების შემთხვევები. მხოლოდ 2021 წლის აპრილ-მაისში რადიკალებმა დაიკავეს მართლმადიდებელი ტაძრები ჩერნიგოვოს მხარის იჩნიანის რაიონის სოფელ პრიპუტინში და ხმელნიცკის მხარის სლავუტსკის რაიონის სოფელ ცვიტოხაში, აღკვეთილია ტაძრის მიტაცება ვოლინსკის მხარის რატნოვსკის რაიონის სოფელ ზაბოლოტიეში. უკანასკნელ შემთხვევაში მიტაცებას თან ახლდა ძალადობა უმე-ს მორწმუნეებთან მიმართებაში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონობით ერისკაცი შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინასი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I ვიზიტი გახდება იმპულსი ტაძრების მასიური მიტაცებისთვის, ქვეყანაში ძალადობის ტალღა იფეთქებს და პროვოცირებას გაუკეთებს ახალ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს რელიგიურ ნიადაგზე.

სწორედ ამიტომ ვთვლით დღეს უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ვიზიტს საფრთხის შემცველად.

ზემოთ გადმოცემულის საფუძველზე, გთხოვთ შემდეგს:

პატივცემულო დმიტრი ალექსანდროვიჩ!

პატივცემულო უკრაინის სახალხო დეპუტატებო!

  1. გამოიყენოთ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციური უფლება და უკრაინის პარლამენტს განსახილველად წარუდგინოთ უკრაინის კანონების ორი პროექტი, რომელიც თან ერთვის ამ მიმართვას - „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებასა და იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან მიმართებაში“ და „ცვლილებების შეტანის თაობაზე უკრაინის კანონში „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“ ზოგიერთი დებულების გამორიცხვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებას“ და ასევე ხმა მისცეთ მათ მიღებას პარლამენტის მორიგ სესიაზე.
  2. შეთანხმების პროცედურების გავლისას, კომიტეტებში მოსმენებისა და აღნიშნული კანონპროექტების უკრაინის უმაღლესი რადას სასესიო დარბაზში განხილვისას უზრუნველყოფილ იქნეს სო „ერისკაცების“ წარმომადგენლების, როგორც კანონპროექტების თანაავტორების მონაწილეობა.
  3. მიმართოთ უკრაინის პრეზიდენტს მოთხოვნით უკან გაიწვიოს უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I მოწვევა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავის ზეიმზე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის.

 

პატივცემულო ვლადიმირ ალექსანდრეს ძე!

ზემოთ გადმოცემულის საფუძველზე, გთხოვთ შემდეგს:

  1. ისარგებლოთ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივის საკონსტიტუციო უფლებით უკრაინის უმაღლეს რადაში და უკრაინის პარლამენტში შეიტანოთ განსახილველად, როგორც გადაუდებელი, უკრაინის ორი კანონპროექტი, რომელიც თან ერთვის ამ მიმართვას - „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებასა და იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან მიმართებაში“ და „ცვლილებების შეტანის თაობაზე უკრაინის კანონში „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“ ზოგიერთი დებულების გამორიცხვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებას“.
  2. უკან გაიწვიოთ უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I მოწვევა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავის ზეიმზე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის.

 

დანართები:

  • კანონპროექტი „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებასა და იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან მიმართებაში“ ;
  • კანონპროექტი „ცვლილებების შეტანის თაობაზე უკრაინის კანონში „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“ ზოგიერთი დებულების გამორიცხვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებას“.

 

უკრაინის კანონი

უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებასა და იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურასთან მიმართებაში.

უკრაინის უმაღლესი რადა ადგენს:

I.ცვლილებების შეიტანოს უკრაინის შემდეგ კანონებში

1.“სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თაობაზე“ (უკრაინის უმაღლესი რადას მაცნე, 1991, №25, მუხ. 284, 1992, №20, მუხ.277, 1992, № 30, მუხ. 418, 1993, № 10, მუხ. 76, 1993, № 26, მუხ. 277, 1994, № 13, მუხ. 66 შემდეგი ცვლილებებით):

1.მუხლი 8 გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:

„რელიგიური თემი წარმოადგენს ერთიდაიმავე კულტის, აღმსარებლობის, მიმართულების, მიმდინარეობის ან მოძღვრების მორწმუნე მოქალაქეების ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციას, რომლებიც ნებაყოფლობით არიან გაერთიანებულნი რელიგიური მოთხოვნების ერთობლივი დაკმაყოფილების მიზნით.

სახელმწიფო აღიარებს რელიგიური თემის უფლებას მის დაქვემდებარებაზე კანონიკურ და საორგანიზაციო საკითხებში უკრაინიაში და მის ფარგლებს გარეთ  მოქმედი ნებისმიერი რელიგიური ცენტრისადმი (სამმართველოსადმი) და ამ დაქვემდებარების თავისუფალ ცვლილებას.

სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება რელიგიური თემის წარმოქმნის თაობაზე არ წარმოადგენს სავალდებულოს“.

  2)მუხლი 14:

გაუქმდეს მეორე-მეხუთე და მეშვიდე-მეთვრამეტე ნაწილი.

ამასთან დაკავშირებით მეექვსე ჩაითვალოს შესაბამისად მეორეს ნაწილად; მეცხრამეტე-მეოცე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მესამე-მეშვიდე ნაწილებად.

3)მუხლი 18:

მეორე წინადადება პირველის ნაწილში გამოირიცხოს;

ამოღებულ იქნეს მეორე ნაწილი.

ამასთან დაკავშირებით მესამე-მეცხრე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მეორე- მერვე ნაწილებად.

2.უკრაინის კანონში „იურიდიული პირების, ფიზიკური პირების- მეწარმეებისა და საზოგადოებრივი ფორმირებების სახელმწიფო რეგისტრაციის თაობაზე“ (უკრაინის უმაღლესი რადას მაცნე, 2016, №2, მუხ. 17, № 29, მუხ. 535, № 47, მუხ. 800 შემდეგი ცვლილებებით);

1)1 მუხლის მე-14 პუნქტში:

ამოღებულ იქნეს მესამე აბზაცი.

ამასთან დაკავშირებით მეოთხე-მეექვსე აბზაცები ჩაითვალოს მესამე-მეხუთედ;

მეოთხე აბზაცში სიტყვები „იურიდიული პირები (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია მოცემული პუნქტის მეორე-მეოთხე აბზაცებით)“ შეიცვალოს სიტყვებით „სხვა იურიდიული პირები“;

მეხუთე აბზაცში სიტყუვების „სახელმწიფო რეგისტრაციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სხვები“;

2)მე-3 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „რელიგიური ორგანიზაციები“ ამოღებულ იქნეს;

3)მე-9 მუხლის მეორე ნწილში პუნქტები 3-1 და 3-2 ამოღებულ იქნეს;

4)მე-16 მხულის პირველ ნაწილში:

სიტყვები „და შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია მოცემული ნაწილის მეორე აბზაცით“ ამოღებულ იქნეს;

მეორე აბზაცით ამოღებულ იქნეს;

5)მე-17 მუხლის მესამე ნაწილში ბოლო აბზაცი  აბზაცით იქნეს ამოღებული;

6)29-ე მუხლიდ მესამე ნაწილში:

მეორე აბზაცში სიტყვების შემდეგ „და რელიგიური ორგანიზაცია“ ამოღებულ იქნეს;

მესამე აბზაცი ამოღებულ იქნეს;

ამასთან დაკავშირებით მეოთხე და მეხუთე აბზაცები ჩაითვალოს მესამე და მეოთხე აბზაცებად.

II. დასკვნითი დებულებები

  1. მოცემული კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
  2. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მოცემული კანონის ძალაში შესვლის დღიდან სამთვიან ვადაში თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები მოიყვანოს შესაბამისობაში მოცემულ კანონთან.

უკრაინის კანონი

ცვლილებების შეტანის თაობაზე უკრაინის კანონში „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თაობაზე“ ზოგიერთი დებულების ამოღებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებას.

უკრაინის უმაღლესი რადა ადგენს:

  1. „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თაობაზე“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლის მეშვიდე და მერვე ნაწილები (უსსკ უზენაესი საბჭოს მაცნე, 1991, №25, მუხ. 283; უკრაინის უმაღლესი რადას მაცნე, 1994წ.  №13, მუხ. 66 შემდეგი ცვლილებებით) ამოღებულ იქნეს.
  2. დასკვნითი დებულებები.

1.მოცემული კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

2. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მოცემული კანონის ძალაში შესვლის დღიდან სამთვიან ვადაში თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები მოიყვანოს შესაბამისობაში მოცემულ კანონთან.

როგორც მჟკ წერდა, 15 ივნისს შედგა უმაღლეს რადასთან უმე-ს მორწმუნეების ლოცვითი დგომა და ლიტანიობა პრეზიდენტის ოფისთან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ