საუდის არაბეთმა 320 ათასზე მეტ მომლოცველს მექაში ჰაჯზე შესვლა შეუზღუდა
მათ შორის, ვინც ქალაქში არ შეუშვეს, არიან უცხოელები ჩვეულებრივი ტურისტული ვიზებით და ისინიც, ვინც იმყოფება ქვეყანაში, მაგრამ არ არიან მექას მაცხოვრებლები და არა აქვთ ჰაჯში მონაწილეობის უფლება.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ უშიშროების ძალებმა გაათავისუფლეს მექა ასი ათასი დაურეგისტრირებელი მუსულმანებისაგან ჰაჯის დაწყებამდე, რომელიც ჩატარდება 14 ივნისს, SPA-ზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლება. აღნიშნულია, რომ ყოველწლიური მომლოცველობის დროს, რომელმაც შარშან შეაგროვა 1,8 მილიონზე მეტი მუსულმანი,
მთავარი პრობლემა არის ხალხის მასის მართვა.
მათ, შორის, ვინც არ შეუშვეს წმინდა ქალაქში, სადაც მდებარეობს დიდი მეჩეთი, არიან უცხოელები, რომლებიც ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან ტურისტული და არა ჰაჯისთვის აუცილებელი ვიზებით.
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დააკავა კიდევ 171 587 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ქვეყანაში, მაგრამ არ არიან მექას მაცხოვრებლები და არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ჰაჯში.
ჰაჯი არის მექას ექვსდღიანი მოლოცვა, სადაც ყოველწლიურად მიემგზავრება ორ მილიონზე მეტი ადამიანი. ისლამი ავალდებულებს ყოველ მუსულმანს, რომელსაც არა აქვს ფინანსური და ფიზიკური შეზღუდვა, განახორციელოს ეს მოგზაურობა ერთხელ თავის ცხოვრებაში. ჰაჯის მიზანი მუსულმანისთვის იმაში მდგომარეობს, რომ გაერთიანდეს თავის რწმენაში და თაყვანი სცეს ალაჰს. ჰაჯი შაჰადის (რწმენის მრწამსი), ლოცვების ,მოწყალების და მარხვის შემდეგ არის ერთ-ერთი ძირითადი ისლამის ხუთი სვეტიდან.
როგორც მჟკ წერდა, საუდის არაბეთში ფეხბურთელ რონალდუს გამო შეცვალეს კანონი ქორწინების შესახებ.