უმე-ს იერარქმა განმარტა, რატომ ითხოვს მრევლი ბართლომეს მოწვევის გაუქმებას

17 June 2021 16:00
11
ვლადიმერ ზელენსკი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვედრაზე სტამბულში. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვედრაზე სტამბულში. ფოტო: president.gov.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები წინააღმდეგნი არიან, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინაში ჩავიდეს.

ანტისაეკლესიო კანონების გაუქმების გარდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკან გაიწვიოს  მისი მოსაწვევი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა კიევის ეპარქიის ვიკარიუსმა, ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი) უმაღლეს რადასთან უმე-ს მორწმუნეების ლოცვით შეკრებაზე.

იერარქმა გააჟღერა კითხვა, რომელიც აღელვებს უმე-ს მილიონობით მორწმუნეს: რა ელოდება მათ უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შემდეგ?

„იქნება ისე, როგორც ეს 6 წლის წინ იყო? ტაძრების მიტაცების ტალღა? ესაა ის მამა, რომელსაც მშვიდობა მოაქვს უკრაინაში? - აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. - ჩვენ მოვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე პატრიარქ ბართოლომეოსის მიწვევა. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა.  და ჩვენ გვსურს მისი აღნიშვნა ერთად მშვიდად და წყნარად“.

როგორც მჟკ წერდა, უმაღლეს რადასთან ლოცვით აქციაზე, სადაც 15 ივნისს მიიტანეს კანონპროექტები ეკლესიის დევნის წინააღმდეგ, არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი) ხაზი გაუსვა, რომ უმე-ს მორწმუნეები უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლებისგან მოითხოვენ მათ მიმართ უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად მოპყრობას.

შეგახსენებთ, სმ „ერისკაცების“ წარმომადგენლების შეფასებით, უმაღლეს რადასთან და პრეზიდენტის ოფისთან ლოცვით აქციაზე 20 ათასზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ