მოვითხოვთ უმე-ს მიმართ განხორციელდეს კონსტიტუცია,- არქიეპისკოპოსი ნიკოლაი
ვასილკოვის არქიეპისკოპისმა ნიკოლაიმ(პოჩტოვი) მონაწილეობა მიიღო უმაღლესი რადასთან ლოცვით აქციაში-უმე-ს მორწმუნეებმა მიიტანეს ეკლესიის დევნის საწინააღმდეგო კანონპროექტები.
ერთადერთი, რასაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ითხოვდნენ და ითხოვენ ხელისუფლებისაგან- მოექცნენ მათ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად. ამაზე კიევის უმე-ს ეპარქიის ვასილკოვის არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ (პოჩტოვი) თქვა მორწმუნეების ლოცვით შეკრებაზე უმაღლესი რადას შენობასთან 2021 წლის 15 ივნისს. ვიდეოტრანსლაციას მოვლენების ადგილიდან გადმოსცემდა "Перший козацький».
იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარლამენტთან მივიდნენ ქვეყნის უდიდესი კონფესიების წარმომადგენლები, "რათა ყურადღება მიაქციონ იმას, რომ XXI საუკუნეში ევროპის ცენტრში მიმდინარეობს დევნა რელიგიური ნიშნით".
"მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიიღო ტომოსი, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალით წაართვეს თითქმის 500 ტაძარი, -თქვა არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ.- 500 დევნილი სამრევლო, ასობით ათასი ადამიანის დასახიჩრებული ბედი. არ მიექცეს ამას ყურადღება- ეს არამარტო უკანონობაა: ეს ცინიზმია, ეს საკუთარი ხალხის უსიყვარულობაა. როგორ მოხდა ისე, რომ უკრაინის უდიდესი რელიგიური თემი გახდა მტერი საკუთარ ქვეყანაში? რატომ გვაყენებენ ჩვენ სახელმწიფოს ოპოზიციაში? ნუთუ ჩვენ არ ვართ უკრაინის მოქალაქეები?"
მან აღნიშნა, რომ ყველა ეს წლები ეკლესია არაფერს არ ითხოვდა სახელმწიფოსაგან, ერთის გარდა: მოექცნენ მათ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად.
"და დღეს პარლამენტის შენობასთან ჩვენ ვითხოვთ ამას- მოგვექცნენ კონსტიტუციის შესაბამისად. მაგრამ უცნაური არ არის, რომ ადამიანები ხელისუფლებისაგან ითხოვენ კანონიერების დაცვას?"-აღნიშნა უმე-ს იერარქმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 15 ივნისს საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს წარმომადგენლებმა უმაღლეს რადაში მიიტანეს ორი კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაიცვას უმე-ს მორწმუნეების უფლებები. "მირიანე"-მ მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებლებს შეუერთდნენ ლოცვით დგომაში პარლამენტთან, რათა მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. შემდგომ ეს კანონპროექტები ასევე გადასცეს პრეზიდენტის ოფისში.
საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანეს" წარმომადგენლების შეფასებით, ლოცვით აქციაზე შეგროვდა 20 ათას მორწმუნეზე მეტი.
უმაღლესი რადადან მორწმუნეები ჯვაროსნული მსვლელობით გაემართნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, სადაც გადასცეს აღნიშნული კანონპროექტები.