მეცნიერებმა აპოკრიფული „თომას სახარების“ უძველესი ფრაგმენტი გაშიფრეს
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ქრისტიანობისა და ანტიკურობის ინსტიტუტმა ეს ფრაგმენტი თომას სახარების ყველაზე ძველ ასლად აღიარა.
ჰამბურგის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს უძველესი პაპირუსი, რომელიც აღმოჩნდა ცნობილი აპოკრიფული "თომას სახარების" ასლის უძველესი ფრაგმენტი.
პაპირუსის ფრაგმენტი 11x 5 სანტიმეტრს შეადგენს და შეიცავს ბერძნული ასოებით დაწერილი 13 სტრიქონს, სტრიქონში დაახლოებით ათი ასოა.
იგი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4-5 საუკუნეების ბოლოს და სათავეს იღებს ეგვიპტიდან. აქამდე ამ ტექსტის უძველეს ეგზემპლარად მე-11 საუკუნის ხელნაწერი ითვლებოდა.
თომას ყრმობის სახარება , რომელიც ასევე ცნობილია როგორც თომას სახარება, სავარაუდოდ შეიცავს ისტორიებს იესოს ბავშვობის შესახებ, რომლებიც არ იყო შეტანილი კანონიკურ სახარებებში.
ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი მოგვითხრობს, თუ როგორ თამაშობს ხუთი წლის იესო მდინარესთან და რბილი თიხისგან ძერწავს თორმეტ ბეღურას. როდესაც წმინდა იოსები უსაყვედურებს მას შაბათს მუშაობისთვის, იესო ტაშს ურტყამს, ბეღურები ცოცხლდებიან და მიფრინავენ.
მეცნიერთა აზრით, ეს იყო ეს ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი თომას სახარებიდან, რომელიც აღმოაჩინეს ჰამბურგში.
ფრაგმენტი ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა ჰამბურგის ბიბლიოთეკაში, სანამ ცოტა ხნის წინ დოქტორმა ლაიოს ბერკესმა და პროფესორმა გაბრიელ ნოკიმ შეძლეს დაედგინათ მისი ნამდვილი წარმომავლობა და მნიშვნელობა.
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ქრისტიანობისა და ანტიკურობის ინსტიტუტმა აღიარა ეს ფრაგმენტი თომას ჩვილობის სახარების უძველეს ასლად.
მანამდე მჟკ წერდა, რომ იერუსალიმში სილოამის აუზი გაითხრები მიმდინარეობს, სადაც ქრისტემ ბრმა განკურნა