უნდა გავიაზროთ პრეზიდენტისგან ბართლომეს მოწვევის შედეგები, - «Миряне»

16 June 2021 01:30
18
პატრიარქი ბართლომე და ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: Pravoslavye.com.ua პატრიარქი ბართლომე და ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: Pravoslavye.com.ua

მოძრაობის «Миряне» (ერისკაცები) მოწოდებით,  სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში და პირიქით - ისე, როგორც უკრაინის კონსტიტუციაში წერია.

როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში კონსტანტინოპოლის პატრიარქს იწვევს, მას უნდა ესმოდეს, რა შედეგები მოყვება ამას. ამას ეთერის «Перши казацкий» პროგრამაში „რწმენის უფლება“ ყურადღება მიაქცია საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне» ხელმძღვანელმა ვასილი მაკაროვსკიმ.

15 ივნისს დაანონსებული «Миряне»-ს პირველი ღონისძიების შესახებ საუბრისას, სადაც იგეგმება უმაღლეს რადაში და პრეზიდენტის ოფისში  ორი კანონპროექტის გადაცემა, რომლებიც  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დაცვას ითვალისწინებენ, მაკაროვსკიმ აღნიშნა, რომ მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა შევახსენოთ ხელისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილი ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპის შესახებ.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში და პირიქით - ისე, როგორც წერია ჩვენს კონსტიტუციაში“, - ხაზი გაუსვა პროექტ «Миряне»-ს ინიციატორმა.

მისი სიტყვების თანახმად, როდესაც პრეზიდენტი უკრაინაში კონსტანტინიპოლის პატრიარქ ბართლომეს  იწვევს, მას უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს: „შესაძლებელია, ხალხი, ვისაც ისედაც აღარ ახსოვთ კანონი ჩვენს ქვეყანაში, უფრო გააქტიურდნენ ჩვენი ტაძრების მიტაცების საქმეში და ა.შ.“ 

„თუ ჩვენი ერისკაცების ენით ვილაპარაკებთ, თუ მათ ხმას მოვუსმენთ, როდესაც სცემენ, ტაძრებს იტაცებენ მათ მშობლიურ სოფელში, სადაც  მთელი ცხოვრება გაუტარებიათ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი დაჟინებული თხოვნა იქნება - არ მოიწვიონ  პატრიარქი ბართლომე“, - აღნიშნა ვასილი მაკაროვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне» წარმომადგენლები უმაღლეს რადაში  ორ კანონპროექტს წარადგენენ, რომლებიც ითვალისწინებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დაცვას. «Миряне» მოუწოდებს უკრაინელ მართლმადიდებლებს ამ ინიციატივის მხარდასაჭერად შეუერთნენ ლოცვით დგომას პარლამენტის კედლებთან. დგომის დასაწყისი - 9:00.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ