მეუ-ს ტაძარში პარაკლისი გადაუხადეს სს-ის „გალიჩინის“ დივიზიის მებრძოლს

16 June 2021 01:33
16
Отпевание эсэсовца в главном соборе ПЦУ. Фото: Цензор.НЕТ Отпевание эсэсовца в главном соборе ПЦУ. Фото: Цензор.НЕТ

სს-ის „გალიჩინის“ დივიზიის წევრს მიქაელის მონასტერში პარაკლისი გადაუხადეს საპრეზიდენტო პოლკის სამხედროების მონაწილეობით.

კვირას, 13 ივნისს მეუ-ს მთავარ ტაძარში მიქაელის მონასტერში შედგა სს-ის ნაცისტური დივიზიის „გალიჩინის“ მებრძოლის ორესტ ვასკულისთვის პარაკლისის გადახდა, წერს Страна.ua.

მეუ-ს ოფიციალურ რესურსებს ღონისიძიებაზე არ დაუწერიათ.

ესესელის პარაკლისს ესწრებოდნენ საპრეზიდენტო პოლკის სამხედროები. ამან გამოიწვია სახალხო დეპუტატის მაქსიმ ბუჟანსკის რეაქცია.

„არ მაქვს და არ შეიძლება მქონდეს რამე საწინააღმდეგო პარაკლისის, მაგრამ დავინტერესდი, ვინ გაგზავნა ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტის პოლკის ჯარისკაცი, კერძოდ, 28 აპრილს კიევში ესესელთა მარშზე პრეზიდენტის ოფისის რეაქციის შემდეგ - დაწერა მან ტელეგრამ-არხზე.

დამეთანხმებით, თუ საპრეზიდენტო პოლკს აგზავნიან ესესელთა საპატიო დაკრძალვაზე, ასეთი პრეტენზიები შეიძლება იყოს  მარშირებადი ესესელების მიმართ?“

სახალხო დეპუტატმა აღნიშნა, რომ დეპუტატუს მოთხოვნას გაუგზავნის ხელმძღვანელობას თხოვნით დააზუსტონ, რომელი მათგანი „ასე მოქმედებს პრეზიდენტის ზურგს უკან“.

„უბრალოდ საინტერესოა, არანაირი შედეგი, თავად ხედავთ, თუმცა, ნორმალურ საზოგადოებაში ასეთებზე სამხრეებს ჩამოგლეჯენ“, -დაწერა მან.

როგორც მჟკ წერდა, სტრიას უნიატურ ტაძარში პარაკლისი გადაუხადეს ესეს „გალიჩინის“ ჯარისკაცს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ