ფანარიოტებმა აშშ-ს ანგლიკანურ ტაძარში აღნიშნეს ბართლომეს სახელის დღე
არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის ტაძარში აღვლენილი ლიტურგია წარმოადგენს ნიშანს, რომელიც მოასწავებს ეკუმენური მოძრაობის მომავალს.
2021 წლის 11 ივნისს აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოს მეთაურმა ელპიდოფორმა (ლამბრინიადისი) ლიტურგიით აღნიშნა პატრიარქ ბართოლომეოსის ზეციური მფარველის დღე, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ ანგლიკანურ ტაძარში აღსრულდა.
ლიტურგია შედგა აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის ნიუ-იორკის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მოციქულ ბართლომეს სახელზე. ღვთიმსახურებაზე სტუმრების სახით ესწრებოდნენ აშშ-ში ეპისკოპალური ეკლესიის ნიუ-იორკის ეპარქიიდან ენდრიუ დიტშე, მოცულ ბართლომეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დინ ვულფი და ანგლიკანების სხვა წარმომადგენლები.
არქიეპისკოპოსმა ელპიდიფორმა აღნიშნა, რომ ბევრ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია იკითხოს: „რატომ უნდა აღინიშნოს მსოფლიო პატრიარქის სახელის დღე ტაძარში, რომელიც სხვა ქრისტიანულ ტრადიციას ეკუთვნის?“
ამ სავარაუდო კითხვაზე პასუხის გაცემისას, აშშ-ში ფანარიონის იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ ეპისკოპალური ეკლესიის ტაძარი არჩეულ იქნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის აგებულ იქნა მოციქულ ბართლომეს საპატივსაცემოდ. „საქმე მხოლოდ სახელში როდია“,- განაცხადა მან.
არქიეპისკოპოს ელპიდოფორის სიტყვებით, ეპისკოპალური ეკლესიის ტაძარში ლიტურგიის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „მართლმადიდებლობის პირველი ტახტის ეკუმენურობისა და ჩვენი პატრიარქის ერთგული და შთამბეჭდავი ეკუმენური მსახურების წყალობით“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ნამდვილად ძალიან მოხარულები არიან“ ფანარიოტების ეპისკოპალური ეკლესიის ტაძარში და „პატივი, რომელიც დასდეს ჩვენს პატრიარქს ჩვენმა ეპისკოპალურმა ძმებმა და დებმა, წარმოადგენს ნიშანს, რომელიც მომავალ ეკუმენურ მოძრაობას მოასწავებს“.
„ჩვენ დღეს ვიცით, თუ რა უფსკრული გვაშორებს. შესაძლოა, რომ მეტი დროის დათმობა მოგვიწევს ხიდების გადებაზე, ვიდრე კედლების აგებაზე“, - ხაზი გაუსვა აშშ-ში ფანარიონის იერარქმა.
აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესია წარმოადგენს მსოფლიო ანგლიკანური თანამეგობრობის წევრ ეკლესიას worldwide Anglican Communion). 2019 წელს აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესია 1 798 042 წევრს ითვლიდა, რომელთაგან 1 637 945 შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 2011 წელს ის ქვეყანაში სიდიდით მე-14 დენომინაცია იყო.
ადრე, მჟკ წერდა, რომ აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის „მღვდელი“ ქალი კეტრინ რეგსდეილი, რომელმაც მეორე „მღვდელ“ ქალთან მალი ლოიდთან „იქორწინა“ 2011 წელს, სათავეში ჩაუდგა აბორტების ნაციონალურ ფედერაციას.
გარდა ამისა, აშშ-ში ეპისკოპალურმა ეკლესიამ გადაწყვიტა საქორწინო ლიტურგიიდან ამოეღო სიტყვები „ქმარი და ცოლი“ და ასევე მითითება „გვარის გაგრძელებაზე“.