უმე-ში ყვებოდნენ ს.ზალესცის ფენომენზე, სადაც 250 მღვდელი აღიზარდა

13 June 2021 00:20
26
უნიკალური სოფელი ზალესცი, სადაც გაიზარდა 250 სასულიერო პირი. ფოტო: ternopil.church.ua უნიკალური სოფელი ზალესცი, სადაც გაიზარდა 250 სასულიერო პირი. ფოტო: ternopil.church.ua

ცნობები ზალესცის მკვიდრებზე,რომლებიც გახდნენ მღვდლები,გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გროვდებოდა. ითვლიან მხოლოდ მათ, ინც ხალხს ახსოვს, ყვებოდა ადგილობრივი წინამძღვარი.

ტერნოპოლის ოლქის ზბარაჟსკის რაიონის სოფელი  ზალესცი ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა წლებში იქაური მკვიდრი 250 მართლმადიდებელი მღვდელია. უნიკალური სოფლის ფენომენის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარში ყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლის ეპარქიის კლირიკოსი, ადგილობრივი წმინდა საფარველის ტაძრის დეკანოზი ანდრია გარასიმი.

„მართალი გითხრათ, ჩვეულებრივი სოფელია. უბრალო ხალხი, უბრალო მრევლი. მაგრამ ერთი თავისებურება მაინც არის - ბევრი მღვდელი. რატომ - ჩვენ, როგორც ადამიანებს, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ჩვენ შორს არ ვართ პოჩაევოდან, და ყველა მიმდებარე სოფელი გამოირჩევა მღვდლების დიდი რაოდენობით, შეიძლება ამდენი არა - ზოგიერთში 50 მღვდელია, სხვაგან - 100. ჩვენთან კი დაახლოებით 250“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

ზალესცის მღვდლების შესახებ ცნობები გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გროვდება და, წინამძღვრის აზრით, ყველას დაფიქსირება ვერ მოხერხდა - ითვლიან მხოლოდ მათ, ვინც ხალხს ახსოვს. სოფლის მკვიდრთა შორის ცნობილი მღვდელმსახური, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ორი პატრიარქის ყოფილი მდივანი, პროტოპრესვიტერი მათე სტადნიუკია (1925-2020). აქვე, ბებიასთან არდადეგებზე  ჩამოდიოდა და ბავშვობა გაატარა ტერნოპოლისა და კრემენეცკის მიტროპოლიტმა სერგიმ.

სოფლის მკვიდრებს შორის არიან ისინიც, ვინც განხეთქილებას მიემხრო - ასეთი სულ ათამდე ადამიანია, ყვებოდა მამა ანდრია. მათ შორის ე.წ. „ეპისკოპოსი“ იოანე შვეცია - ფილარეტ დენისენკოს მიერ აკრძალული „ზეციური ასეულის დაუჯდომელის“ ავტორი.

დეკანოზ ანდრიას აზრით, რომელიც ზალესცში უკვე მეოცე წელია მსახურობს, პირველი ფაქტორი, თუ რატომ არის სოფელში ამდენი მღვდელმსახური, ეს პოჩაევოს მიძინების ლავრასთან სიახლოვეა. მან განმარტა, რომ ოდითგანვე ზალესცის მოსახლეობის უმრავლესობა „მიჩვეული იყო ადრიანად ტაძარში ფეხით წასვლას - ეს კი 14 კმ-ია. გზაზე ისინი შეივლიდნენ ჩვენს სულიწმინდის სავანეში, შემდეგ კი ლავრაში: მსახურებას ესწრებოდნენ, აღსარებას აბარებდნენ, ეზიარებოდნენ და ფეხით ბრუნდებოდნენ უკან.

„ეს ბევრს განაწყობდა ასეთი სულიერი ცხოვრებისკენ. სოფელში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ ფსალმუნნი - გადაჭარბების გარეშე, ისინი დღემდე ახსოვთ. მაგალითად, იყო ერთი ბრმა კაცი. მას ყოველთვის იწვევდნენ, რომ მიცვალებულისთვის ფსალმუნნი წაეკითხა - ჩვენთან და ბევრ სხვა სოფელში, თუ ადამიანი კვდება, მას დღე და ღამე სულ უკითხავენ ფსალმუნებს, დასაფლავებამდე. ეს ბრმა ადამიანი კითხულობდა ფსალმუნებს, შემდეგ ჩერდებოდა მე-15 კანონის რომელიმე ფსალმუნზე და ითხოვდა ჩაის დალევას. თან თხოვდა: შემახსენეთ, რომელ სიტყვაზე გავჩერდი. შემდეგ კი შეხსენებაც არ იყო საჭირო - იმავე სიტყვიდან აგრძელებდა კითხვას.

ჩვენ აგრეთვე გვყავდა კლიმენტი ბაბუა, კლიმს ეძახდნენ. მას „მე-13 მოციქულს“ უწოდებდნენ. გარშემო ბევრი მეზობელი ბავშვი იყო და ის, რომ მიეჩვია ისინი საეკლესიო სლავურ ენაზე კითხვას, აძლევდა 2 ან 5 კაპიკს ნაყინზე: კანონს წაიკითხავ - მოგცემ. და იდგა, უყურებდა, რომ სწორად წაეკითხათ სიტყვები, სწორად დაესვათ მახვილი. ასე აჩვევდა ის ბავშვებს საეკლესიო სლავურ ენას“, - ყვებოდა მღვდელი.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ნიჭიერი, ავტორიტეტული წინამძღვრებია, რომლებიც სხვადასხვა წლებში მსახურობდნენ სოფელში. მამა ანდრიას სიტყვებით, ისინი იზიდავდნენ ტაძარში ახალგაზრდობას და მათ შორის ყველაზე ნიჭიერებს აგზავნიდნენ სასწავლებლად, აძლევდნენ მათ რეკომენდაციებს სემინარიებში. ასე, მაგალითად, არქიმანდრიტ საბას წყალობით, რომელმაც 22 წელი უწინამძღვრა მრევლს, ბევრი გახდა ღვთისმსახური ყველაზე ათეისტურ პერიოდში, „როდესაც ეს ძალზე რთული იყო. ის  კი ახერხებდა!“

„ჩვენს თითოეულ მღვდელზე შეიძლება ცალ-ცალკე ილაპარაკო, - აღიარა დეკანოზმა. - მაგალითად, იყო ასეთი მამა აქვსენტი, მამა მათე სტადნიუკის მეგობარი. როდესაც მან დაამთავრა პოჩაევოს ლავრასთან არსებული სამოძღვრო კურსები, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ის ფრონტზე წაიყვანეს. იქ მთელი პოლკი დაიღუპა, ის და თითო-ოროლა ადამიანი სასწაულებრივად გადარჩნენ. ავტომატურად ყველას, მათ შორის მის სახლშიც, გაუგზავნეს გარდაცვალების შეტყობინებები. დედა წავიდა მოძღვართან, შეუკვეთა პანაშვიდი. მთელი წელი იხსენიებდნენ მას მსახურებისას. ის კი დაბრუნდა. გახდა მღვდელი და 65 წელი იმსახურა ერთ სამრევლოში“.

მამა ანდრიამ დაამატა, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში, რაც ის წმინდა საფარველის სამრევლოში მსახურობს, უკვე ათამდე ბიჭი გაიზარდა და ისინი მღვდლები გახდნენ.

„ჩემი აზრით, ეს ღვთის განსაკუთრებული განგებაა, რომ მან აკურთხა ჭაბუკები, მამაკაცები სამოძღვრო მსახურებაზე“ - დაასკვნა დეკანოზმა ანდრია გარასიმმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოჩაევოს ლავრის ნაცვალმა უპასუხა დუმენკოს სიტყვებს პოჩაევოს ბერების „არაუკრაინულობის“ შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ