«Миряне» მოუწოდებენ უმე-ს მორწმუნეებს მივიდნენ რადასთან უფლებების დასაცავად

11 June 2021 23:35
14
უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტო: walking.kiev.ua უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტო: walking.kiev.ua

15 ივნისს მორწმუნეები პრეზიდენტის ოფისში და რადაში საჯაროდ გადასცემენ ორ კანონპროექტს,რომლებიც დაეხმარებიან ხალხის რჩეულებს დაუბრუნონ მოქალაქეებს საკონსტიტუციო უფლებები.

აზოგადოებრივმა  გაერთიანებამ «Миряне მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მივიდნენ შემდეგ სამშაბათს, 2021 წლის 15 ივნისს  10:00, უმაღლესი რადის კედლებთან თავიანთი უფლებების დასაცავად. საზოგადოებრივი გაერთიანებამ «Миряне“-ს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და მართლმადიდებელმა მორწმუნემ ვასილი მაკაროვსკიმ შესაბამისი მიმართვა გამოაქვეყნა სოციალური ქსელების გვერდებზე და პროექტის YouTube-არხზე.

„თქვენ ყველამ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში ორი კანონი მოქმედებს, რომლებიც მთლიანად ანგრევენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების საკონსტიტუციო უფლებებს, - აღნიშნა ვასილი მაკაროვსკიმ. - ერთ-ერთი (№2673-VIII) ეხმარება რეიდერებს ჩვენი ტაძრების მიტაცებაში, ხოლო მეორე (№2662-VIII) - ჩვენი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის წართმევაში. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალით მიტაცებული ან უკანონოდ გადაწერილი იყო 200-მდე ჩვენი ტაძარი <...> სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმეებში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაცია და სხვა „სწორი“,  არჩეული კონფესიის წინ წამოწევა პოროშენკოს დროიდან სამარცხვინო ტრადიციად იქცა და, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ასე თუ ისე ახალი ხელისუფლების დროსაც გრძელდება“.

ის ადასტურებდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცები უკვე არაერთხელ მიმართავდნენ ხელისუფლებას ამ დანაშაულებრივი კანონებისა და ეკლესიის დისკრიმინაციის გამო, პირადად გადასცეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა თავიანთი უფლებების დასაცავად.

„ჩვენი ტკივილი, მილიონობით ხელმოწერა თითქოს არც შეუმჩნევიათ. თუ პრეზიდენტის ოფისში ან უმაღლეს რადაში არ შეუძლიათ პრობლემის გადაწყვეტის თავიანთი ვარიანტის შეთავაზება, ჩვენ ჩვენსას შევთავაზებთ“, - ხაზი გაუსვა ვასილი მაკაროვსკიმ.

მან შეატყობინა, რომ ნიჭიერმა იურისტებმა  მართლმადიდებელ ერისკაცთა რიცხვიდან მოამზადეს ორი კანონპროექტი, „რომლებიც გაარღვევენ ჩვენი მიმართვების გადამისამართებების ამ წრეს და გააუქმებენ ანტიეკლესიურ კანონებს“.

„შემდეგ სამშაბათს ჩვენ საჯაროდ გადავცემთ ამ კანონპროექტებს პრეზიდენტის ოფისს და უმაღლეს რადას. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა არაგულგრილ მართლმადიდებელ ქრისტიანს მივიდნენ უმაღლესი რადის კედლებთან, რომ ილოცონ და დაეხმარონ ხალხის რჩეულებს უკრაინის მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებების დასაბრუნებლად. 15 ივნისი 10:00. შეხვედრამდე დანიშნულ ადგილას“, - მოუწოდა საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне»-ს ხელმძღვანელმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინაში გაჩნდა მაშტაბური პროექტი «Миряне», რომელიც მოუწოდებს უმე-ს მორწმუნეებს აღარ გაჩუმდნენ და აღარ იყვნენ უჩინარი უმრავლესობა, გამოხატონ აქტიური პოზიცია - რწმენის, ტრადიციული ღირებულებებისა და ეკლესიის დასაცავად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ