მღვდელი სადოვოში: მიუხედავად ზეწოლისა გადავწყვიტე - განხეთქილებაში არ წავალ
უმე-ს სადოვოს დევნილი გაერთიანების დეკანოზი ვლადიმერ მელესი თავის მოვალეობად თვლის დარჩეს და ილოცოს ამ პირობებში, სანამ ეს შესაძლებელია.
როდესაც ვოლინსკის ოლქის სადოვოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს, დეკანოზ ვლადიმერ მელესს შესთავაზეს მეუ-ში გადასვლა, მისი პოზიცია უცვლელი იყო - განხეთქილებაში არ წავა და კანონიკურ ეკლესიას არ დატოვებს. ამის შესახებ გაზეთის «Дзвони Волині» ინტერვიუში ყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის დევნილი გაერთიანების წინამძღვარი, გაერთიანებისა, რომელიც რეიდერული მიტაცების შედეგად ერთ-ერთი პირველი დარჩა ტაძრის გარეშე. ინტერვიუს ტექსტი გამოქვეყნდა 8 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვოლინსკის ეპარქიის საიტზე.
მღვდელმსახურმა აღნიშნა, რომ სოფლის მაცხოვრებლების „დამუშავება“ ტაძრის განხეთქილებაში გადაყვანის თაობაზე დაიწყო მეუ-სათვის ტომოსის მინიჭებამდე ბევრად უფრო ადრე, თვითონ ის კი გააფრთხილეს, რომ ტაძარი სადოვოში პირველია მისატაცებელ ტაძართა სიაში. სამწუხაროა, რომ ამ პროცესის ინიციატორი იყო ტაძრის მგალობელთა გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც აგრეთვე სოფლის სკოლის დირექტორის მოადგილეა აღმზრდელობით საკითხებში.
„2019 წლის შობის დღესასწაულზე, იმის მაგივრად, რომ გვედიდებინა ქრისტე მაცხოვარი, ეს ხალხი, ინიციატორები, გადასვლაზე ხელმოწერების შესაგროვებლად კარდაკარ დადიოდნენ, - ყვებოდა მღვდელი. - რაც ტრადიციულია, ხელს აწერდნენ არა მარტო საეკლესიო გაერთიანების წევრები, არამედ ისინიც, ვისაც იმ დროს სოფელთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ან სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულები, ან იქ არ ცხოვრობდნენ, მხოლოდ წარმოშობოთ იყვნენ ამ სოფლიდან. ამ გზით მათ თითქმის 500 ხელმოწერა შეაგროვეს, ხოლო უკვე 10 იანვარს აქტივისტთა დელეგაციამ ახალ უკრაინულ ეკლესიაში გადასვლა შემომთავაზა. ვითომ მთელი სოფელი ისედაც მოგყვებაო, ის-ღა დარჩა, რომ მე გავყვე ხალხს. მაგრამ ჩემი პოზიცია ურყევი იყო - განხეთქილებაში არ წავალ. რაც არ უნდა მოხდეს, კანონიკურ ეკლესიას არ დავტოვებ...“
მამა ვლადიმერმა, რომლის სოფლიდან გაძევებას მეუ-ს აქტივისტები ცდილობენ და ტაძრის მიტაცების შემდეგ აგრძელებენ პირადად მისი, მისი ოჯახისა და რელიგიური გაერთიანების წევრების დაშინებას, აღნიშნა, რომ ყველა ამ მოვლენის შედეგად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები კიდევ უფრო გაძლიერდნენ რწმენაში. რწმენა მხოლოდ ტაძარი არ არის, ღვთის გარეშე ეს მხოლოდ კედლებია.
მიუხედავად ყველა პრობლემისა, ხაზი გაუსვა მღვდელმსახურმა, მისი, როგორც მღვდლისა და მოძღვრის მოვალეობაა არ დაუტოვოს თავისი სამწყსო მგლებს შესაჭმელად, არამედ დარჩეს და ილოცოს იმ პირობებში, რომლებშიც ახლა იმყოფებიან.
გარდა ამისა, დევნილი გაერთიანება, რომელიც გადავიდა სალოცავად საეკლესიო სახლში, რომელშიც მამა ვლადიმერის ოჯახი ცხოვრობს, უიმედოდ არ არის და ახალი ტაძრის მშენებლობისთვის ემზადება. ღვთის სამართალიც მალე აღესრულება - ბევრი იმ ადამიანთა შორის, ვინც სადოვოს ტაძარზე ბოქლომებს ტეხავდა, უკვე ამ ქვეყნად აღარ არის.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში მეუ-ს მომხრეებმა გატეხეს ფანჯრები უმე-ს მღვდლის სახლში და სიბინძურეები დაუშინეს მას. ამის შედეგად დაზარალდა მღვდლის შვილიშვილი: მას შემდეგ ბავშვს ღამე ძილის ეშინია და „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ბანდიტების“ მორიგ თავდასხმას ელოდება.
მჟკ აგრეთვე წერდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, და ის არ იყო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტთა სასარგებლოდ, რომლებიც ცდილობდნენ სადოვოში მამა ვლადიმერ მელესისა და მისი ოჯახის სახლიდან გაძევებას, დაიწყო პროვოკაციები მისი ადვოკატის მისამართით.