ლუცკში დაემუქრნენ სადოვის უმე-ს მღვდლის ადვოკატს: პოლიციამ საქმე აღძრა
მეუ-ს აქტივისტებისთვის არასასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომლებიც ცდილობენ სადოვში მამა ვლადიმირი გამოასახლონ, დაიწყო პროვოკაციები მისი ადვოკატის მიმართ.
ნაციონალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ვოლინის უმე-ს ეპარქიის მღვდელმსახურის, ვლადიმირ მელესიას ადვოკატის მიმართ მუქარისა და პროვოკაციის ფაქტზე, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 4 ივნისს ლუცკის ქალაქის რაიონული სასამართლო სხდომის შემდეგ მიღებულ იქნა მეუ-ს აქტივისტებისათვის არასასარგებლო გადაწყვეტილება, რომლებიც ცდილობდნენ სახლიდან გამოესახლებინაათ მამა ვლადიმირი ოჯახით, იუწყება თავის საიტზე ვოლინის ეპარქია.
სასამართლო სხდომაზე მეუ-ს აქტივისტები სოფელ სადოვიდან მივიდნენ თავის "მღვდელთან" ნაზარი პარტიკთან და ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, შორტებში და ხელში ბალალაიკით. ეპარქიაში მიიჩნევენ, რომ ამ ახალგაზერდებს უნდა უზრუნველეყოთ მღვდლის ოჯახის ძალისმიერი გამოსახლება სასამართლოს მხრიდან მეუ-სთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
მაგრამ სასამართლომ დააკმაყოფილა დეკანოზ ვლადიმირ მელესიას საჩივარი და შეაჩერა საქმე მღვდლის გამოსახლებაზე მეორე საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელშიც მამა ვლადიმირი ითხოვს გაუქმდეს სახელმწიფო რეგისტრატორის გადაწყვეტილება მისი სახლის საკუთრების უფლების გადაფორმებაზე მეუ-ს თემისთვის. ასეთმა გადაწყვეტილებამ იმედგაცრუება გამოიწვია მეუ-ს მომხრეებში, რომლის შემდეგ მღვდლის უფლებადამცველი ადვოკატის ა.მ. მაცეიას მანქანას თვალთვალი დაუწყეს. მოძრაობის დროს ადვოკატის მანქანას გზა გადაუჭრა სხვა მანქანამ, უცხოური სარეგისტრაციო ნომრით, ხოლო მასში მყოფმა ახალგაზრდება სცადეს ადვოკატის პროვოცირება კონფლიქტზე და თან დაემუქრნენ.
ამ დროისათვის პოლიციის მხრიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნებით, გათვალისწინებული უკრაინის სისხლის სამართლის
მუხ.397 (ჩარევა დამცველის ან პიროვნების წარმომადგენლის საქმიანობაში ) და მუხ.398 (მუქარა ან ძალადობა დამცველის ან პიროვნების წარმომადგენლის მიმართ) .
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში მეუ-ს მომხრეებმა დაამტვრიეს ფანჯრები და ესროლეს სიბინძურე უმე-ს მღვდლის სახლს ვოლინის ოლქის სოფელ სადოვში. თავდასხმის შედეგად დაზარალდა მღვდლის შვილიშვილი, რომლის ლოგინზე თავდასხმის დროს მოხვდა სიბინძურით სავსე ჭურჭელი. მას ეშინია ღამე ძილი და ისევ ელოდება "მეუ-ს ბანდიტების" თავდასხმას.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სასამართლომ დაიწყო სადოვის მეუ-ს მღვდლის საჩივრის განხილვა, რომლის ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ მეუ-ს აქტივისტები საეკლესიო სახლიდან.