ვინიცაში უცნობმა მამაკაცმა მიტროპოლიტ ბარსონიფის მანქანა დააზიანა
მამაკაცი, რომელმაც დააზიანა მიტროპოლიტი ბარსონოფის ავტომობილი, ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში და პროვოკაციულ კითხვებს სვამდა.
2021 წლის 5 ივნისს დილით ვინიცაში უმე-ს კუთვნილ ჯვართამაღლების სახელობის ტაძართან უცნობი მამაკაცი ბარისა და ვინიცის მიტროპოლიტის ბარსონოფის ( სტოლარი) მანქანას თავს დაესხა, იუწყება ვინიცის ეპარქიის პრეს-სამსახური.
მიტროპოლიტი აპირებდა ვინიცის მხარის, ჟმერინსკის რაიონის სოფელ ალექსანდროვკაში წირვის ჩასატარებლად წასვლას.
ვლადიკა ბარსონოფის ავტომობილი იდგა უმე-ს კუთვნის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე. 6:00 საათზე უცნობმა დააზიანა მანქანა, რამდენიმეჯერ დაარტყა მანქანას, რა დროსაც დაზიანდა საეკლესიო ნივთები და ეპისკოპოსის კვერთხი.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ბარსონოფიმ პოლიციაში შეიტანა საჩივარი.
«როგორც შემდეგ გაირკვა ეს უცნობი მამაკაცი პარასკევს იმყოფებოდა ტაძარში და ეპისკოპოსს ეკითხებოდა "რატომ არის ეკლესია დაკავებული პოლიტიკით?", რაზეც მამა ნიკოლაიმ უპასუხა, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა», – იუწყება ეპარქიის პრეს-სამსახური.
ვინიცის ეპარქიამ პოლიციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მომხდარ ფაქტზე სწრაფი რეაგირებისა და ალექსანდროვკაში წესრიგის დამყარებისათვის, სადაც, მისი ინფორმაციით, მეუ-ს წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს არ შემოეშვათ უმე-ს მიტროპოლიტი სოფელში.
«არ ავყვებით პროვოკაციას და ვაგრძელებთ ლოცვას», – ხაზგასმით თქვეს ეპარქიაში.
ადრე მჟკ წერდა, რომ ეუთო-ს წარმომადგენლები ინტერესდებიან ზაპოროჟიის ეპარქიაში ზამთრის პერიოდში უმე-ს მღვდელმსახურებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტებით.