რუსეთის მუსულმანები უჩივლებენ ფანარიონთან რმე-ს ეპისკოპოსს

08 June 2021 00:50
74
არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე (კურიანოვი). ფოტო: ria.ru არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე (კურიანოვი). ფოტო: ria.ru

"ყარაჩაის ხალხთა კონგრესის" წარმომადგენლები აღშფოთებული არიან იმით, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში ტარდება მართლმადიდებლური ღვთისმსახურებები.

"ყარაჩაის ხალხთა კონგრესის" წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ უჩივლებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან პიატიგორკისა და ჩერქეზეთის ეპისკოპოს თეოფილაქტეს(კურიანოვი), იუწყება გამომცემლობა «TRT на русском".

მუსულმანები თვლიან, რომ ეპარქიის ქმედებები, რომელსაც ხელმძღვანელობს არქიეპისკოპოსი, ანუ მართლმადიდებლური ღვთისმსახურებები,  შეურაცხყოფს "მუსულმანი ხალხების გრძნობებს" და მიყავს მართლმადიდებელი ალანური ტაძრების ნგრევისაკენ, რომლებიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუსულმანებმა გამოაცხადეს თავის "მემკვიდრეობად".

ამასთან დაკავშირებით "საზოგადოების წარმომადგენლები, რომლების სწუხან ტაძრების  მდგომარეობაზე", მიმართეს რფ-ის პროკურატურას და პატრიარქ კირილს საჩივრით ადგილობრივ არქიეპისკოპოსზე.

"ყარაჩაის ხალხთა კონგრესის" ერთ-ერთმა ლიდერმა კადი-ხაჯი ხალკეჩოვმა განაცხადა, რომ "ის, რასაც ისინი იქ აკეთებენ (ანუ ატარებენ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას-რედ.)- ეს ვანდალიზმია", რადგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა "შეცვალეს ალანური ჯვარი მართლმადიდებლურით, და გვერდით კიდევ  დაკიდეს ზარი", და აღნიშნა, რო 90-იან წლებში რელიგიურ ნიადაგზე ყარაჩაი-ჩერქეზეთში სისხლისღვრა მოხდა.

მუსულმანებმა მოითხოვეს შეწყდეს მართლმადიდებლური მსახურებები ტაძრებში და აღუთქვეს დააყენონ "ალანურ ტაძრებზე მოხალისეებისაგან შემდგარი სახალხო კონტროლი, თუ არ შეწყდება პროვოკაციები და კანონმდებლობის დარღვევა რელიგიური მსახურების ჩატარების სახით არქიეპისკოპოს თეოფილაქტესა და სხვა პირების მხრიდან".

მათ მოსთხოვეს პატრიარქ  კირილეს "გაიწვიოს პიატიგორსკისა და ჩერქეზეთის არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე, რომლის ქმედებები იწვევენ ტაძრების განადგურებას, რომლებიც წარმოადგენენ ფედერალური და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობის უძველეს ძეგლებს " .

წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადეს მუსულმანური "კონგრესის" წარმომადგენლებმა, ისინი იძულებული გახდებიან მიმართონ "კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, არქიეპისკოპოსებს კონსტანტინოპოლის-ახალი რომის, მსოფლიო პატრიაქის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პატრიარქი ბართლომე I " სახელზე, "გაერკვიოს არსებულ ვითარებაში" და "არქიეპისკოპოს თეოფილაქტეს აგრესიულ ქმედებებში".

ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა ბართლომემ შეწყვიტა ლოცვა ნათლისღებისას ნამაზის გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ