უწმინდესის მეთაურობით უმე-ს ახალი ეპისკოპოსი ეკურთხა
არქიმანდრიტი ანტონი (პუხკანი) კორსუნ-შევჩენკოვის ეპისკოპოსად ეკურთხა.
2021 წლის 5 ივნისს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტრის წმინდა სამების სახელობის ტაძარში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა არქიმანდრიტი ანტონი (პუხკანი) კორსუნ-შევჩენკოვის ეპისკოპოსად აკურთხა, იუწყება უმე-ს ინფორმაციულ-საგანმანათლებლო განყოფილება.
ეპისკოპოსად კურთხევაში მონაწილეობას ღებულობდნენ კიევ-პეჩორის ლავრის ადგილობრივი მღვდელმსახურები, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, უმე-ს საქმეთმმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, ჩერკასისა და კანევსკის მთავარეპისკოპოსი თადეოსი.
ტრადიციის თანახმად არქიმანდრიტმა ანტონმა უწმინდესს სიტყვით მიმართა კურთხევის დროს.
ადრე მჟკ წერდა, რომ უწმინდესის მეთაურობით სამი ახალი ეპისკოპოსის კურთხევა მოხდა.