ღირსი არ არის! - ბულგარეთის მორწმუნეები სლივენსკის მიტროპოლიტის წინააღმდეგ გამოვიდნენ
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სლივენსკის ახალი მიტროპოლიტის არჩევნებს სინოდის შენობასთან აპროტესტებდა.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები გამოვიდნენ სლივენსკის ახალი მიტროპოლიტის არსენის წინააღმდეგ.
YouTube-არხზე «Православен Видеоканал ХРАМ Соня Анкова» გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ბულგარეთის ეკლესიის მორწმუნეები აღშფოთებულები არიან სლივენსკის ახალი მიტროპოლიტის არსენის არჩევნების გამო.
რამდენიმე ათეული ადამიანი ხვდება მიტროპოლიტს ტაძრიდან გამოსვლისას. მიტროპოლიტი, ბულგარეთის ეკლესიის იერარქთა გარემოცვაში და პოლიციის თანხლებით, სინოდის შენობისკენ მიემართება.
ამ დროს მორწმუნეები პლაკატებით ხელში, სადაც წერია ი ბულგარეთის ეკლესიის სრულიად სახალხო კრების მოწვევის მოთხოვნები, ყვირიან სიტყვას „ანაქსიოს! ღირსი არ არის!“.
პროფესორ ივან ჟელევის სიტყვებით, „ფრაქციას, რომელსაც პლოვდიველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი მეთაურობს, შეემატა კიდევ ერთი მიმდევარი (მიტროპოლიტი არსენი სლივენსკი, - რედ.), რაც მას აძლევს საშუალებას, რომ არჩეული პატრიარქი გახდეს“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება სლივენკის მიტროპოლიტ არსენს, პროფესორ ჟელევის აზრით, ის პლოვდიველი მიტროპოლიტის ნიკოლოზის „ქმნილებაა“:
„მან ის მღვლად აკურთხა. შემდეგ, მისი შეთავაზებით ის ეპისკოპოსადაც იყო ხელდასხმული. მიტროპოლიტი ნიკოლოზი მას წლების განმავლობაში ამზადებდა. ეს უკვე ფაქტია“.
თუმცა ჟელევმა იმედი გამოთქვა, რომ სლივენსკის ახალი მიტროპოლიტი „გამოიჩენს სიბრძნეს და სიმშვიდეს“, შეძლებს დააწყნაროს ეპარქიაში ვნებათაღელვა და „კარგად შეასრულებს იმას, რასაც ლაპარაკობს“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთში ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი.