ბულგარელი ღვთისმეტყველი: ბულგარეთის ეკლესიის თანამსახურება და მეუ - ეს გეოპოლიტიკაა

28 May 08:37
814
ფანარიოტი და ბულგარელი იერარქები მეუ-ს წარმომადგენლებთან მსახურების დროს. ფოტო: ec-patr.org ფანარიოტი და ბულგარელი იერარქები მეუ-ს წარმომადგენლებთან მსახურების დროს. ფოტო: ec-patr.org

პროფესორ ივან ჟელევის აზრით, პლოვდივის მიტროპოლიტი ნიკოლოზი წავიდა ფანარიონში და ის მეუ-ს წარმომადგენლებთან ერთად თანამსახურებდა, „იმისთვის, რომ მიეღო მხარდაჭერა“ პატრიარქის პოსტზე არჩევნებში.

უფროსმა მასწავლებელმა, სოფიის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ახალი აღქმის წმინდა წერილის პროფესორმა ივან ჟელევმა განაცხადა, რომ ბულგარეთის იერარქებისა და მეუ-ს წარმომადგენელთა თანამსახურება ფანარიონში - ეს გეოპოლიტიკაა. ივან ჟელევმა აღნიშნა, რომ არსებობს „საეკლესიო პოლიტიკა“, და ის პლოვდივის მიტროპოლიტ ნიკოლოზს გულისხმობდა, რომელმაც არ მოხსნა თავისი კანდიდატურა ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის მომავალ არჩევნებზე, მან თქვა, რომ „ზოგიერთი ადამიანი ლობირების შექმნას ცდილობს“.

„ზოგიერთი ადამიანი ფულით ყიდულობს (ხმებს არჩევნებზე, - რედ.), სხვები - საჩუქრებით, დანარჩენები - ზეწოლით ან დაპირებებით. გამორიცხული არ არის, რომ ასეც მოხდეს“, - თვლის ჟელევი.

ზორიასთან და ლოტიშთან ბულგარელთა თანამსახურების კომენტირებისას, პროფესორმა აღნიშნა, რომ „ეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის ნაბიჯი იყო, საკუთარი თავისთვის პატარა რეკლამის მიზნით“.

„გარდა ამისა, ჩვენ ახლა არჩევნები გვაქვს, ხოლო ევროატლანტიზმი ძალზე მოდურია. პატრიარქი ბართლომე ის ადამიანია, რომლის უკან სახდეპარტამენტი დგას და მასთან კარგ ურთიერთობაში ყოფნა ძალზე პრესტიჟულია“, - თქვა ჟელევმა.

მისი სიტყვებით, პლოვდიველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი წავიდა ფანარიონში, „რომ თაყვანი სცეს მას და მიიღოს დახმარება“.

„ახლა ის კონსტანტინოპოლის პატრიარქის თაყვანისმცემელია. ისინი იმ უკრაინელებთან ერთად თანამსახურებდნენ, რომლებიც ბულგარეთის ეკლესიამ არ აღიარა - ეს კანონის დარღვევაა“, - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ამგვარად გეოპოლიტიკა შემოდის ეკლესიაში“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენლები თანამსახურებდნენ მეუ-ს „იერარქებთან“ სტამბულში, მოგვიანებით კი ბულგარეთში ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ