ფანარიონი:კათოლიკების და მართლმადიდებლების ერთიანობის გზა უახლოვდება ფინიშს
ფანარიონის იერარქის სიტყვებით, მორწმუნეების დონეზე მართლმადიდებლების და კათოლიკების ერთიანობა უკვე მიღწეულია, ხოლო გაერთიანებას მფარველობს სული წმინდა.
იტალიის მიტროპოლიტი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარხოსი სამხრეთ ევროპაში პოლიკარპე (სტავროპულოსი) აცხადებს, რომ კათოლიკების და მართლმადიდებლების სვლა სრული ერთიანობისკენ უახლოვდება დასასრულს, იუწყება Vatican News -ის საიტი.
გამომცემლობასთან ინტერვიუში მიტროპოლიტმა პოლიკარპემ აღნიშნა, რომ ფანარიონის მეთაურის ბართლომეს და რომის პაპის ფრანცისკეს "ჟესტები" მიმართულია სრული ერთიანობისაკენ. დაწყებული საერთო გრძნობებით: მშვიდობის დამყარება, რელიგიათაშორისი დიალოგი, ქმნილებებისა და გაჭირვებულების დაცვა, მაგალითად ლტოლვილების, და ამავე დროს განსაკუთრებული სიტუაციების გათვალისწინება, რომელიც გამოიწვია პანდემიამ".
მან აღნიშნა, რომ პაპი პრანცისკე და პატრიარქი ბართლომე- "ეს ორი ადამიანია, რომელთაც ერთნაირი აზრები და გრძნობები აქვთ", და "ისინი აცნობიერებენ, რომ უნდა იმოქმედონ ერთად კაცობრიობის საკეთილდღეოდ, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო შეწუხებულია ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკური კრიზისით, რომელიც გამოიწია კორონავირუსის პანდემიამ".
ფანარიონის იერარქის სიტყვებით, "კათოლიკების და მართლმადიდებლობის სრული ერთიანობის გზა სული წმინდის მფარველობით უახლოვდება ფინიშს". ის დარწმუნებულია, რომ "მორწმუნეების დონეზე ეს მიზანი უკვე მიღწეულია", და "ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინსტიტუციონალურ დონეზე".
მიტროპოლიტი პოლიკარპე ასევე თვლის, რომ დღეს საფრთხეში ჩააგდოს კათოლიკების და მართლმადიდებლების გზა გაერთიანებისაკენ შეუძლია "რელატივიზმს, გულგრილობას, პესიმიზმს, ზედაპირული ერთიანობის იდეას, ადმინისტრაციულ-ინსტიტუციონალურ ერთობას, სეკულარიზმს, შესაძლო გეოპოლიტიკურ თამაშებს".
ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის იერარქმა პაპს უწოდა თავისი პატრიარქი და საყვარელი მამა.