ფანარიონის იერარქმა პაპს თავისი პატრიარქი და საყვარელი მამა უწოდა

05 June 2021 19:30
44
ფანარიონის იერარქი, მიტროპოლიტი პოლიკარტე. ფოტო: ortodossiatorino.net ფანარიონის იერარქი, მიტროპოლიტი პოლიკარტე. ფოტო: ortodossiatorino.net

ფანარიონის წარმომადგენელმა იტალიაში განაცხადა, რომ პაპისგან კურთხევა აიღო თავის მსახურებაზე როგორც ეპისკოპოსმა.

იტალიის მიტროპოლიტმა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამხრეთ ევროპის ეგზარხოსმა პოლიკარპემ (სტავროპულოსი)  პაპი ფრანცისკეს თავისი პატრიარქი და საყვარელი მამა უწოდა, იუწყება გამომცემლობა Vatican News.

მიტროპოლიტი პოლიკარპე შეხვდა პაპი ფრანცისკეს ვატიკანში. ფანარიონის წარმომამდგენლის სიტყვებით, "ეს იყო შვილის ძალიან გულითადი  შეხვედრა  საყვარელ მამასთან,ეპისკოპოსის შეხვედრა თავის წინამძღვარ პატრიარქთან".

"მე ვთხოვე მას პაპისეული კურთხევა ჩენს მსახურებაზე, ისევ იტალიაში და ამჯერად როგორც ეპისკოპოსი, და დავარწმუნე,  რომ მხურვალედ ვლოცულობ იმისათვის, რომ ღმერთმა მიანიჭოს მას მრავალი წელი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა მსოფლიო ეკლესიის სასიკეთოდ, და ასევე თავისუფალი ნების ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ",-თქვა მიტროპოლიტმა პოლიკარპემ.

მან ასევე განაცხადა, რომ იტალიაში ფანარიონის წარმომადგენლები ძალიან ბევრს აკეთებენ ეკუმენური დიალოგისათვის:"ეს ერთ-ერთი ძირითადი ხაზია ჩვენი არქიეპისკოპიის: ეკუმენური დიალოგი თვისუფალი ნების ყოველ ადამიანთან, და უპირველესად, ჩვენს კათოლიკე ძმებთან".

მიტროპოლიტმა პოლიკარპემ აღნიშნა, რომ დიალოგი კათოლიკებთან "წარმოადგენს ჩვენი ეპარქიის ძირითად მიზანს, განსაკუთრებით ამ საყვარელ და წმინდა მიწაზე,  რომელიც ემთხვევა რომის კათოლიკური ეკლესიის ცენტრს".

ადრე მჟკ წერდა, რომ რომის პაპი იმედოვნებს რმე-ს და ფანარიონის შესვლას "სრულ ხილულ ერთიანობაში".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ