ოფიციალურმა პირებმა დესიატინის მონასტრის საღვთისმსახურო ჭურჭლის კონფისკაცია მოახდინეს
ძმებს წაართვეს სამღვდელო შესამოსელი, საკმეველი, შვიდშტოიანი სასანთლე, ჯვრები და ხატები.
ინტერნეტში გამოქვეყნდა დადგენილება, რომელიც აღწერს უმე-ის დესიატინის მონასტრის საკუთრებას. როგორც Telegram-არხი ,,დაზორ’’იტყობინება 2024 წლის 25 მაისს, ოფიციალურმა პირებმა ლიტურგიული ჭურჭლის კონფისკაცია მოახდინეს.
„ჩამონათვალში, რომელიც დაემატა დადგენილებას, ჩამოთვლილია სახელმწიფო აღმასრულებელის მიერ სალოცავის უკანონო განადგურების დროს ამოღებული ნივთები. ისედაც საშინელ და ცინიკურ სისასტიკეს ემატება ისიც, რომ ოფიციალურმა პირებმა მრევლსა და ძმებს საღვთისმსახურო ჭურჭელი ჩამოართვეს“, - ნათქვამია წერილში.
ჩამონათვალში შედიოდა სამღვდელო შესამოსელი, საცეცხლური, შვიდშტოიანი სასანთლე, ჯვრები, ხატები და ა.შ.
„ჩამონათვალში ნივთები დეტალურად არ არის აღწერილი, რაც თავისთავად არის ნივთების ნორმატიული წესრიგისა და აღწერის დარღვევა. ამ დროისთვის უცნობია, სად გადაიტანეს მონასტრის კუთვნილი ქონება“, - წერენ Telegram-არხზე.
როგორც მჟკ წერდა, დესიატინის ეკლესიის დანგრევის შესახებ დოკუმენტები რეტროაქტიულად გამოჩნდა.