უკრაინაში ცრუდ ახდენენ მრევლის „რუსული მშვიდობის“მიმდევრების მარკირებას-უმე
საერთაშორისო სამართალი გმობს შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და რელიგიური შუღლის გაღვივების გამოვლენის ნებისმიერ ფორმას, შეგვახსენეს უმე-ში.
უკრაინაში ჩამოყალიბდა უმე-ს მორწმუნეების, როგორც თითქოსდა „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის მიმდევრებისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის მომხრეთა თარგეთირებისა და მარკირების ტენდენცია, რაც არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსაც. ამის შესახებ საუბარია ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლობის განცხადებაში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლისა და ეუთო-ს სტანდარტების კონტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების საიტზე.
უმე-ში შეგვახსენეს, რომ საერთაშორისო სამართალი გმობს შეუწყნაებლობის, დისკრიმინაციისა და შუღლის გაღვივების გამოვლენის ნებისმიერ ფორმას ჯგუფის მიმართ, რომელიც გაერთიანებულია რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით და „ამ ჯგუფის მიმართ სამართალდარღვევები ძირითადად მოიცავს გამონათქვამებს, რომელიც ნეგატიურად ახასიათებს ან ბრალს სდებს მორწმუნეთა მთელს ჯგუფს სრულად ან მთელს კონფესიას, კონკრეტული ადამიანების მიუხედავად და ჯგუფი-მსხვერპლის წარმომადგენლების საქციელის არამართლზომიერების რაიმე იურიდიული მტკიცებულებების გარეშე“.
„უმე-ს პოლიტიკური ბრალდებები ანტიუკრაინულ საქმიანობაში, რომელიც გამოიხატება სახელმწიფო ჩინოვნიკების განცხადებებში, სხვადასხვა დონის დეპუტატების მიმართვებში, რაც დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით, წარმოადგენს სიძულვილისა და შუღლის გაღვივების რიტორიკის მკაფიო მაგალითს უმე-ს მთელი კონფესიის მიმართ სახელმწიფო დონეზე,
ასე, მაგალითად, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანო რელიგიის სფეროში, ერთ-ერთ თავის განცხადებაში გამოვიდა უმე-ს მთელი კონფესიის, იერარქიისა და ცალკეული კლირიკოსების მისამართით სეპარატიზმისა და ანტიუკრაინული საქმიანობის მხადაჭერის ბრალდებებით, მოითხოვა რა მრავალმილიონიანი კონფესიისგან საჯარო პოზიციების ფორმირება გეოპოლიტიკური კონფლიქტის, ყირიმის, დონბასის საკითხებზე, რომელთაც კავშირი არა აქვთ რელიგიის სფეროსთან, არ ეხება უმე-ს საქმიანობის საწესდებო ამოცანებს და დევს პოლიტიკისა და ცალკე აღებული ადამიანის ინდივიდუალური შეხედულებების და არა მთლიანად კონფესიის სიბრტყეში.
მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინაში ჩამოყალიბდა მტკიცე ტენდენცია უმე-ს, თითქოსდა გარკვეული გეოპოლიტიკური პოზიციის, „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის მიმდევრებისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის მომხრეების თარგეთირებისა და მარკირების კუთხით. ასეთი ტენდენცია არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსაც, რომელიც პირდაპირ კრძალავს ასეთ პოლიტიკას, რომელიც შუღლს აღვივებს და წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშს, რამდენადაც არარელიგიური იდეოლოგია ეხება კონკრეტული ადამიანის პირადი შეხედულებების სფეროს და კავშირი არა აქვს რელიგიურ პრაქტიკასთან, ხოლო უმე წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს უშუალოდ სამწყსოს სულიერ საზრდოობას ყველა მორწმუნეს იესო ქრისტესთან კავშირისა და სულის ცხონების მიზნით“ - ხაზი გაუსვეს უმე-ს წარმომადგენლობაში.
უმე-ში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკების გამონათქვამები, მიმართული ამა თუ იმ კონფესიის საქმიანობის ნეგატიურ შეფასებაზე, „შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ მიერ სამართალდარღვევის მტკიცებულებების არსებობის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური კონფესია საკუთარი პროგრამული გადაწყვეტილებებისა და დოკუმენტების დონეზე ახორციელებს უკანონო საქმიანობას“, მაგრამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ასეთი ფაქტები არ არსებობს.
ამასთან დაკავშირებით, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლობაში კიდევ ერთხელ შეახსენეს უკრაინის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, რაც წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტის აუცილებელ პირობას და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისგან ელოდებიან იმ პრინციპების შესრულებას, რომლებიც არაერთხელ დადასტურდა უკრაინელი დიპლომატების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.
ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლობის განცხადების სრული ტექსტის გაცნობა შეგიძლიათ აქ.