ეკლესია მოციქული იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს
იოანე ღვთისმეტყველს უწოდებენ სიყვარულის მოციქულს, რადგანაც ის ასწავლიდა, რომ მის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ღმერთთან მიახლოება.
21 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფალი იესო ქრისტეს ერთ-ერთი უახლოესი მოწაფის, მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს.
გადმოცემის თანახმად, წმინდა იოანე იყო ზებედეს და სალომეს, წმინდა იოსებ დამწინდველის ქალიშვილის შვილი. სანამ ქრისტე მოუწოდებდა ის მეთევზე იყო. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს თავის ძმა იაკობთან ერთად გაჰყოლოდნენ მას, როდესაც ისინი იყოფებოდნენ გენესარეთის ტბაზე.
იოანე ღვთისმეტყველი ქრისტეს ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფეთაგანი იყო. სწორედ ის იყო უფლის მიერ იაიროს ქალიშვილის აღდგენის, და ასევე თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალების მოწმე. საიდუმლო სერობის დროს ის იმყოფებოდა უფლის გვერდით, მის მკერდზე მიყრდნობილი.
წმინდა იოანე დარჩა მაცხოვრის ერთგული ბოლომდე, მოუშორებლად მიჰყვებოდა მას გოლგოთამდე, სადაც უფალი ჯვარს აცვეს.
სწორედ იოანე ღვთისმეტყველი იყო უფლის ჯვართან ღვთისმშობელთან ერთად, და სწორედ მას მიანდო იესო ქრისტემ თავისი დედაზე ზრუნვა. მოციქული იოანე ზრუნავდა ღვთისმშობელზე როგორც მოსიყვარულე შვილი, იერუსალიმიდან არსად არ გასულა და ემსახურებოდა მას მის მიძინებამდე.
ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ წმინდა იოანე ქადაგებდა სახარებას თავის მოწაფე პროხორესთან ერთად ეფესოსა და მცირე აზიის სხვა ქალაქებში.
იმპერატორ ნერონის მმართველობისას ქრისტიანების დევნის დროს იოანე ღვთისმეტყველი გადასახლებულ იქნა კუნძულ პატმოსზე, სადაც ტყვეობაში მრავალი წელი იცხოვრა. სწორედ პატმოსში, დაახლოებით ახ.წ.67 წელს მან დაწერა წიგნი გამოცხადება(აპოკალიპსი), რომელშიც გაიხსნა ეკლესიათა განგების და ბოლო ჟამის საიდუმლოებები.
ხანგრძლივი გადასახლების შემდეგ მოციქული იოანე განთავისუფლებულ იქნა და დაბრუნდა ესეფოში, სადაც დაახლოებით ა.წ. 95 წელს დაწერა სახარება. ის აგრეთვე გახდა სამი ეპისტოლეს ავტორი.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველს უწოდებენ სიყვარულის მოციქულს, რადგანაც ის მუდმივად ქადაგებდა, რომ სიყვარულის გარეშე ადამიანს არ შუეძლია მიუახლოვდეს ღმერთს.
მოციქული იოანე გარდაიცვალა 100 -ზე მეტი წლის ასაკში, ბევრად დიდხანს იცოცხლა უფალი ქრისტეს თანამედროვეებზე, რომლებმაც იხილეს ის. ამავე დროს მისი მიცვალება იყო მშვიდი, სხვა მოციქულებისგან განსხვავებით, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულნენ.
როდესაც წმინდა იოანეს საფლავი გახსნეს მოწაფეებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს მასთან დამშვიდობება, ვერაფერი ვერ ნახეს. ამის შემდეგ ყოველ წელს 8 მაისს(ძვ.სტ.), მისი საფლავიდან სურნელოვანი ფერფლი ამოდიოდა, რომელსაც აგროვებდნენ მორწმუნეები და ავადმყოფობისგან იკურნებოდნენ.
იოანე ღვთისმეტყველის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი-
სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. წოდება„ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა იმისათვის, რომ მხოლოდ მისთვის იქნა გახსნილი ღვთაებრივი განგების ფარული ჭვრეტის საიდუმლოება.