ს.მოშკოვოში დადვეს ქვა ტაძრის საძირკველში, მიტაცებულის ნაცვლად ასაშენებლად

01 June 2021 21:30
23
ეპისკოპოსმა პიმენმა სოფელ მოშკოვოში ქვა ჩადო საძირკველში , სადაც მიტაცებულის ნაცვლად ახალია ტაძარი აშნდება. ფოტო: СПЖ ეპისკოპოსმა პიმენმა სოფელ მოშკოვოში ქვა ჩადო საძირკველში , სადაც მიტაცებულის ნაცვლად ახალია ტაძარი აშნდება. ფოტო: СПЖ

2019 წელს სოფელ მოშკოვოში ტაძრის მიტაცების შემდეგ, უმე-ს გაერთიანების შენარჩუნება მოხერხდა ტაძრის წინამძღვრის წყალობით, რომელმაც შეძლო მრევლის გაერთიანება.

2021 წლის 30 მაისს უმე-ს როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა როვენსკის ოლქის სოფელ მოშკოვოში ჩადვა მთავარი ქვა და დააყენა ჯვარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ტაძრის მშენებლობის ადგილზე უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერების მიერ მიტაცებულის ნაცვლად, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.

ამ დღეს, სეტყვის მიუხედავად, საზეიმო ღონისძიებაზე მოვიდა კანონიკური ეკლესიის ბევრი მორწმუნე.

ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა  სოფელ მოშკოვოში დაიწყეს მთავარანგელოზ მიქაელის ახალი ტაძრის მშენებლობა, მაშინ ჩაასხეს ტაძრის საძირკველი, ხოლო შენობის კედლები უკვე გაზაფხულზე ააშენეს. ახალი ტაძრისთვის ნაკვეთი შეიძინეს შემოწირულობების ხარჯზე, რომელიც შეაგროვეს მთელ რელიგიურ გაერთიანებაში. სამშენებლო მასალა შეიძინეს მეცენატ ანდრეი ბიბას და საქვემოქმედო ფონდის „თაბორის“ დახმარებით.

„უზომოდ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მშენებლობაში დაგვეხმარა. ფულს ხალხი მეზობელი ეპარქიებიდან გადმოგვცემდა, ბარათზე გვირიცხავდნენ“, - ყვებოდა სოფელ მოშკოვოს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მრევლის წინამძღვარი, მღვდელი ანდრია მულიარი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა მიერ სოფელ მოშკოვოში ეკლესიის მიტაცების შემდეგ, კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები აღმოჩნდნენ საკმაოდ რთულ  მდგომარეობაში, ისინი იძულებულები იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში ღვთისმსახურებები ჩაეტარებინათ კარავში, შემდეგ ძველ სახლში, რომელიც ერთმა ადგილობრივმა ქალმა დაუთმო.

„დღეს მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება ამ სოფელში შეინარჩუნა მისმა წინამძღვარმა მამა ანდრიამ, სრულიად ახალგაზრდა მღვდელმა. მას ორი პატარა შვილი ჰყავს, ზურგს უკან კი მოძღვრობის არც თუ ისე დიდი გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მან შეძლო სოფელში ყველა საეკლესიო ომის დათმენა და  ღვთის მსახურებისთვის მრევლის გაერთიანება“, - აღნიშნა დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავირი იუწყებოდა, ეპისკოპოსმა პიმენმა სოფელ პევჩეში აკურთხა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანების ახალი ტაძარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ