თეზისი «ნებაყოფლობით გადასვლაზე» სიმართლეს არ შეესაბამება, – უმე
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის მასიურობა, რომელსაც თან ახლავს ტაძრების მიტაცება, სახეზეა და არ საჭიროებს არავითარ სპეციალურ გამოძიებას, აღნიშნეს უმე-ში.
გავრცელებული თეზისი უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის თემის «ნებაყოფლობით გადასვლაზე» სხვა რელიგიურ კონფესიაში არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოაადგენს უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცების სტრატეგიის ნაწილს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უმე-ს წარმომადგენლობის განცხადებაში საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს სტანდარტების კონტექსტში ეკლესიის პოზიციის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 31 მაისს ინფორმაციულ - საგანმანათლებლო საიტზე.
უმე-ს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა, იმას რომ სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი თეზისის გავრცელებას, თითქოს თემის გადასვლა სხვა რელიგიურ კონფესიაში ხდება ნებაყოფლობით.
ბრალდებების გათვალისწინებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან მიტაცებული და უკანონოდ გადაფორმებულია ჩვენი კონფესიის 500-მდე ტაძარი , – ხაზგასმით არის უმე-ს წარმომადგენლების მიერ აღნიშნული. – ბევრი ამ მიტაცებების დროს, მაგალითად ზადუბროვკაში , კატერინოვკაში, პტიჩიეში, ადგილი ჰქონდა ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლის დროსაც დაზარალდნენ უმე-ს წევრები. ამათან ამ მოვლენების მოწმეების რაოდენობა, მორწმუნეების მხრიდან მიმართვიანობა ამ ფაქტებთან დაკავშირებით იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ადამიანთა უფლებების მასიურად დარღვევის ფაქტის დადგენა არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ გამოძიებას».
დღესდღეობით, დააკონკრეტა უმე-ს წარმომადგენლობამ, ტაძრების მიტაცება ხდება ყველანაირი , თუნდაც ცრუ საბუთების წარდგენის გარეშე, ასევე ადგილობრივი სახელმწიფო რეგიონალური ადმინისტრაციის ბრძანებების საფუძველზე ხდება უმე-ს ტაძრების მეუ-ში ხელახალი დარეგისტრირება. მეორე შემთხვევაში თემის დარეგისტრირება ხდება იმ პირების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ კომპეტენტურ პირებს თემის დარეგისტრირების საკითხში, არამედ წარმოადგენენ ტერიტორიული თემის წევრებს, ან საერთოდ უცხო პირები არიან.
«ამ სქემის მიხედვით განხორციელებული დოკუმენტური გაყალბება ითვალისწინებს სამრევლო ასამბლეის წევრთა სხდომის ოქმების სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენას საზოგადოების სხვა დასახელების გადაცემაზე, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებსაც სინამდვილეში არ აქვთ ხელმოწერის კანონიერი უფლება, – აღნიშნულია განცხადებაში. – სამწუხაროდ, ეს ცრუ პროტოკოლი გადაეცა რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას აღსასრულებლად (თავიდან დარეგისტრირება) ობიექტური გამოძიების ჩატარების გარეშე, და უმე-ს რეალური წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინების გარეშე, რასაც მივყავართ ეკლესიის ირგვლივ განხეთქილების ჩამოყალიბებისკენ. ამ სიტუაციაში უმე-ს წარმომადგენლები, რომლებსაც დაკარგული აქვს კონტროლი იურიდიულ პირებზე, იძულებული არიან სასამართლოში დაამტკიცონ თავიანთი ასამბლეის წევრების პირადი შემადგენლობა, განასხვაონ ისინი მცდარი, ცრუ შემადგენლობისგან».
უმე-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ სქემის პოპულიზაცია ემყარება ამა და სხვა დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების მტკიცებას, რომ მათ, და არა უმე-ს წარმომადგენლებს, აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება აღმსარებლობის კუთვნილებაზე. იდეას იმის შესახებ რომ რელიგიური აღმსარებლობის შეცვლის უფლება აქვთ ტერიტორიულ თემებს, მხარს უჭერდნენ უმაღლესი რადას წევრები და სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამზადებდნენ ნიადაგს ხალხში და ნაციონალურ ორგანიზაციებში უმე-ს ტაძრების რეიდერული გზით წართმევისათვის.
«ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არსებული თეზისი უმე-ს თემების "ნებაყოფლობით გადასვლაზე" სხვა რეგიგიურ კონფესიაში არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მეუ-სგან უმე-ს ტაძრების წართმევის გეგმის ნაწილს», – ხაზგასმით არის განცხადებაში ნათქვამი.
ადრე მჟკ წერდა,რომ უმე-ს წარმოამდგენლობამ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური განცხადებით.