უკრაინელების უმრავლესობას პატრიარქ ბართლომესთან საქმე არა აქვთ,-რეშეტნიკოვი
რეშეტნიკოვის სიტყვებით, უკრაინელებს არ აღელვებთ პატრიარქი ბართლომე, და უმე-ს მღვდელმსახურები არამიზანშეწონილად მიიჩნევენ ფანარიონის მეთაურის მოსალოდნელ ვიზიტს უკრაინაში.
სპეციალისტმა სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების საკითხებში იური რეშეტნიკოვმა მჟკ-სათვის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის სიტყვების კომენტირებისას იმაზე, რომ მთელი უკრაინა მოუთმენლად ელოდება პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს, განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობას არ აღელვებს პატრიარქი ბართლომე, ისინი მას არ ელოდებიან.
"მსგავსი განხადებები სასაცილოა, იმიტომ რომ, უკრაინელების უმრავლესობას საქმე არა აქვს (პატრიარქთან-რედ.)ბართლომესთან. თუ ვიქნებით სამართლიანი, მაშინ უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობა მას არ ელოდება, არა იმიტომ, რომ არ უნდათ მისი (პატრიარქი ბართლომე-რედ.) დანახვა, არამედ გულგრილი არიან მის მიმართ",-განაცხადა ექსპერტმა.
"რაც შეეხება უმე-ს მორწმუნეებს, არ არის საიდუმლო, რომ მეუ-ს მღვდელმსახურებმა განაცხადეს მოცემულ სიტუაციაში ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელზეც ჩვენ უკვე ვთქვით, და რაც მთავარია, იმ არასასიკეთო როლის გამო, რომელიც მან ითამაშა არამარტო მართლმადიდებლობის, არამედ მთელი უკრაინელი საზოგადოების განხეთქილებაში, და ასევე ამ ვიზიტის შედეგების საშიშროების გამოც",- დაამატა მან.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, "უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა განაცხადა, რომ ერმაკს არ უკითხავს ქვეყნისთვის, ელოდება თუ არა ფანარიონის მეთაურის ვიზიტს.