უმე-ს იერარქმა მოუწოდა, რომ „დესიატინის“ დანგრეული ტაძრის ადგილზე ყვავილები მიიტანონ
მიტროპოლიტმა თეოდოსმა განაცხადა, რომ „დესიატინის“ ტაძრის დანგრევა ტრაგედიაა.
ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა ხელისუფლების მიერ დანგრეულ „დესიატინის“ მონასტრის ადგილზე ყვავილები მიიტანა, - იუწყება ჩერკასკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
მეუფე თეოდოსმა განაცხადა, რომ ის ძირძველი კიეველია და ხელისუფლების ქმედებებს ტრაგედიად აღიქვამს, რადგან კიევის ცენტრში დანგრეულია მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი. მან აღნიშნა, რომ იქ, სადაც ტრაგედია მოხდა, ყვავილებს აწყობენ.
„ვფიქრობ, რომ დღეს დედაქალაქის ბევრი მაცხოვრებელი, მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი, მოგვბაძავს ჩვენ. რადგან ყველას ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დაუკარგავს სინდისი და მეხსიერება...“, - თქვა მიტროპოლიტმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს ადვოკატი, დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი ამბობდა, რომ „დესიატინის“ მონასტრის ღამის ნგრევა უკანონო იყო, რადგან აღმასრულებელ წარმოებათა ერთიან რეესტრში სიწმინდის დემონტაჟის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ შემოსულა.