უმე-ს მღვდლის დაჯილდოვების გამო მოითხოვენ ჩერნიგოვოს სსხ-ს გადაყენებას
აქტივისტები აღშფოთდნენ, რომ ჩერნიგოვოს საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა სიგელით დააჯილდოვა უმე-ს მღვდელი და მოითხოვეს მისი „თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის“დაწყება.
ჩერნიგოვოს საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა ელენე დმიტრენკომ საპატიო სიგელით დააჯილდოვა დეკანოზი მირონ კოვალევსკი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გოროდნიანსკის ოლქის ჩერნიგოვოს ეპარქიის მთავარხუცესი. ზოგიერთმა აქტივისტმა ამ დაჯილდოვებას დანაშაულებრივი უწოდა და მოითხოვეს დმიტრენკოს თანამდებობიდან გადაყენება.
რისხვის შემცველი პოსტები თავიანთ Facebooκ-გვერდებზე დაწერეს „სვობოდოვეცმა“ და საზოგადოებრივი გაერთიანების «Братство АТО» ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბრუხოვეცკიმ, პოროშენკოს მომხრემ ალექსანდრე იასენჩუკმა და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენოსანმა, ჟურნალისტმა როსტისლავ მარტინიუკმა.
უკანასკნელმა მოუწოდა, რომ დაიწყოს ელენე დმიტრენკოს საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა. თავის პოსტში მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს „სულელი მოსკოვიტები“ უწოდა.
არც ერთს, ვინც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის დაჯილდოვებით იყო აღშფოთებული, არაფერი არ დაუწერია თვით დაჯილდოვებულის შესახებ, არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა მამა მირონის მიმართ. ამის ნაცვლად მათ ჩვეული ცილისმწამებლური განცხადებები გაიმეორეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
მამა მირონ კოვალევსკი უკვე მრავალი წელია სარაგებლობს პატივისცემით გოროდნოში, მან აღადგინა ძველი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. მღვდლის ავტორიტეტზე მეტყველებს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ის, ქალაქ გოროდნოში და რაიონში გამოკითხვით, აღიარეს „წლის ადამიანად - 2004“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დაადანაშაულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ტაძრების მიტაცებაში.