პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი შეხვდა ფანარიონის იერარქს

30 May 2021 15:30
29
ანდრეი ერმაკი და მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი). ფოტო: president.gov.ua ანდრეი ერმაკი და მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი). ფოტო: president.gov.ua

ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა კონფესია თავისუფლად გრძნობს თავს, ხოლო ვლადიმერ ზელენსკი ეკლესიას პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს.

2021 წლის 27 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შეხვდა კონსატნტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსს, ქალკედონიის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი), იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალური ინტერნეტ-წარმომადგენლობის საიტი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან და კინსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტ ემანუელთან შეხვედრას ესწრებოდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ევსტრატე ზორია.

ანდრეი ერმაკის სიტყვებით, უკრაინის ყველა კონფესია თავისუფლად და დამოუკიდებლად გრძნობს თავს, ხოლო „ვლადიმერ ზელენსკი ისეთი პრეზიდენტია, რომელიც არ იყენებს ეკლესიას პოლიტიკური მიზნებისთვის“.

ანდრეი ერმაკმა მადლობა გადასცა პატრიარქ ბართლომესა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ „მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდება“ ფანარის მეთაურის ვიზიტს და მის მონაწილეობას უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის აღნიშვნის დღესასწაულში, მან აგრეთვე მოკითხვა მას გადასცა უკრაინის პრეზიდენტისგან.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მიტროპოლიტი ემანუელი, რომ „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“ უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის უმაღლეს  დონეზე ჩატარებისთვის.

თავის მხრივ ფანარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აგვისტოში პატრიარქ ბართლომეს მოსალოდნელი ვიზიტი უკრაინაში „მომზადებული იქნება და საუკეთესოდ ჩაივლის“.

მან აღნიშნა „გახსნილობა და მხარდაჭერა“ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მხრიდან, რაც დადასტურდა 2020 წლის ოქტომბერში მისი ვიზიტის დროს სტამბულში და ფანარის მეთაურთან შეხვედრის დროს.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კონსტანტინე ბონდარენკოს აზრით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის სანაცვლოდ, რომლის მზადებაში აქტიურად არიან ჩართულები ვლადიმერ ზელენსკის ოფისში, ფანარმა შესაძლოა მოითხოვოს იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ექს-პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დროს დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ