პერუში აღიარეს, რომ ტრანსვესტიტებს და ტრანსგენდერებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ
პერუს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ტრანსგენდერები და ტრანსვესტიტები მიაკუთვნოს ადამიანთა კატეგორიას, რომელთა დაზღვევა აუცილებელია.
2024 წლის 10 მაისს პერუს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უმაღლესი ბრძანება, სადაც ტრანსსექსუალები კვალიფიცირდებიან როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, იუწყება გამომცემლობა peru21.pe.
ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტრანსგენდერების აუცილებელ სამედიცინო დაზღვევის გეგმაში ჩართვა. დოკუმენტის მომზადებისას პერუს ჯანდაცვის სამინისტრო ეყრდნობოდა ქვეყანაში მოქმედ სნეულებათა კვალიფიკაციის საერთაშორისო სტატისტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-მ 2022 წელს შეცვალა ის სხვა დოკუმენტით, სადაც ტრანსსექსუალობა და ტრანსვესტიზმი არ ითვლება ფსიქიკურ აშლილობად.
ამიერიდან დიაგნოზები, დაკავშირებულები სექსუალური და გენდერული იდენტობის სხვადასხვა გამოვლინებებთან, პერუში ითვლება ფსიქიკურ აშლილობებად, რასაც ფარავს ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიების მიზანია გარკვეულ ადამიანთა მიმართ მხარდაჭერისა და ყურადღების გამოხატვა, ბრძანებამ ცხარე დებატები და უკმაყოფილება გამოიწვია ჰომოსექსუალისტთა ლობებში, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ თავიანთი საქციელი ნორმალურად წარმოედგინათ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პაპმა ტრანსგენდერი კახპები ვატიკანში სადილზე დაპატიჟა.