საბერძნეთში გაიხსენეს გარდაცვლილი ღვთისმეტყველის სიტყვები ფანარიონზე
სტატიაში „ფანარის კანონის დამრღვევთა შესახებ“ ბერძენი ღვთისმეტყველი ათანასე საკარელოსი ყვებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაახლოვებაზე ვატიკანთან.
საბერძნეთში გაზეთმა "ΟΡΘΟΔΟΞΟΥ ΤΥΠΟΥ" („მართლმადიდებლური პრესა“) გაიხსენა ბერძენი ღვთისმეტყველისა და იურისტის ათანასე საკარელოსის სიტყვები მისი 1982 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც გაკრიტიკებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიების ნგრევაზე და რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოვებაზე, იუწყება ბლოგი «Трость скорописца».
2021 წლის თებერვალში გარდაცვლილი ათანასე საკარელოსის პუბლიკაციაში „ფანარის კანონის დამრღვევთა შესახებ“ ნათქვამია, როდესაც „მელეტი მეტაკსაკისი ავიდა სამეფო ქალაქის საპატრიარქო ტახტზე, მოღალატეთა ჯგუფი, პატრიარქ მაქსიმე V გარდა, არცხვენდა და ლაფს ასხამდა მსოფლიო საპატრიარქოს“. 1982 წელს ის წერს, რომ „დღესაც საპატრიარქო (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო - რედ.) სავსეა ხალხით, ვინც არ იცის, რა არის მართლმადიდებლობა, მათ ქრისტეს რწმენაც კი არ აქვთ, თუმცა ცინიკურად სპეკულირებენ მისი სახელით და მკრეხელობენ კიდევაც“.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ფანარი გარეშე ძალებით იმართება, ამიტომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოლიტიკას „მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ჩაითრიოს თავის ღალატში მთელი მართლმადიდებლობა“. „რადგან მხოლოდ ამისკენ ისწრაფვიან მათი მესვეურნი. ფანარიოტების ამოცანას წარმოადგენს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების გახრწნა. თუ ფანარიოტები რაღაცისთვის არსებობენ დღეს, ეს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიონ. ხოლო შენიღბვის გამო ისინი აკეთებენ „ორ ნაბიჯს წინ და ერთ ნაბიჯს უკან“. ორი ნაბიჯი წინ პაპისკენ და ერთი ნაბიჯი უკან მართლმადიდებლობისკენ, რომ მორწმუნეთა უკმაყოფილება შეარბილონ“, - წერდა ათანასე საკარელოსი XX საუკუნის 80-იან წლებში.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, აშშ უზრუნველყოფს ფანარისთვის ფინანსურ დამოუკიდებლობას მისი „მოციქულებრივი მისიისთვის“ მსოფლიოში.