მჟკ-ს ჟურნალისტების დასაცავად რობერტ ამსტერდამმა უკრაინელ მოსამართლეებს წერილით მიმართა

13 May 16:39
378
მჟკ-ს ჟურნალისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში გირაოს უფლების გარეშე იმყოფებიან. ფოტო: СПЖ მჟკ-ს ჟურნალისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში გირაოს უფლების გარეშე იმყოფებიან. ფოტო: СПЖ

ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ „მოვლენების ობიექტური და მრავალმხრივი   გაშუქებისა  და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტისათვის“ სრულიად ენდობა მჟკ-ს.

ამერიკელმა სამართალდამცველმა რობერტ ამსტერდამმა მიმართა წერილით კიევის სოლომენსკის სასამართლოს, სადაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა  მჟკ-ს დაპატიმრებული ჟურნალისტების მიმართ“.

ამსტერდამმა შეახსენა მათ, რომ მისი იურიდიული საქმიანობა დაკავშირებულია უმე-ს საქმიანობის სამართლებრივი ასპექტების შესწავლაზე, და ასევე იმ ფაქტორების, რომლებიც მასზე ზეგავლენას ახდენენ.

„ძირითადად ეს ეხება  უმე-ს მორწმუნეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ნაწილში ეკლესიასა და უკრაინის სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს“,-დაწერა იურისტმა.

მისი სიტყვებით, ის სრულად ენდობა მჟკ-ს „მოვლენების ობიექტური და მრავალმხრივი გაშუქებისა და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტებისათვის“.

მან განაცხადა, რომ „მჟკ თავის პუბლიკაციებში არ უშვებს რუსეთის აგრესიის გამართლებას, ან რაიმე სახის თავდასხმებს უკრაინისა და მისი შეიარაღებული ძალების მიმართ, რელიგიური   და ეროვნული შუღლის გაღვივებას ან რომელიმე უკანონო ქმედებებს“.   

„მჟკ-ს საიტზე ყველა ახალ ამბებსა და ანალიტიკურ შეტყობინებებს აქვთ ფაქტობრივი დადასტურება და ჟურნალისტიკური ნორმების შესაბამისად მრავალმხრივ შემოწმებას გადის  “,-ხაზი გაუსვა ადვოკატმა.

ის დარწმუნებულია, რომ მჟკ-ს საიტის პუბლიკაციები „არ კვეთენ უკრაინის კანონმდებლობის ზღვარს, რომელიც არეგულირებს სიტყვის თავისუფლებას“.

რობერტ ამსტერდამმა ასევე დახასიათება მისცა თითოეულ მჟკ-ს თანამშრომელს, რომელიც იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მისი სიტყვებით, სერგეი ოვჩარენკო, იმის გათვალისწინებით, რომ მჟკ-ს არ გამოუქვეყნებია მასალა, რომელიც შეესაბამება მის მიმართ ინკრიმინირებულ ბრალდებას, „არ შეიძლება  მისი დამნაშავედ ცნობა მასზე ინკრიმინირებული ბრალდების   საფუძველზე, როგორც მჟკ-ს თანამშრომელი“.

ასევე ამსტერდამმა დაწერა, რომ „ვლადიმერ ბობეჩკო თავის კოლეგებში განთქმულია როგორც უკრაინის მგზნებარე პატრიოტი, ღრმად მორწმუნე ადამიანი და მაღალპროფესიული ჟურნალისტი“.

„მისი სამოქალაქო პოზიცია და მოქალაქეობრივი პრინციპები საშუალებას მაძლევს მე დავადასტურო, რომ მჟკ-ს რედაქტირების დროს, ის არასოდეს არაფერს არ წერდა რუსეთის ფედერაციისა და მოსკოვის საპატრიარქოს სასარგებლოდ, ხოლო ომის დაწყების შემდეგაც არ შეუცვლია თავისი სამოქალაქო პოზიცია“,-დარწმუნებულია ამსტერდამი.

ის ასევე თვლის, რომ სტუპნიცკი ვალერი ანტონის ძე „არის პატრიოტულად განწყობილი ადამიანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აკრიტიკებდა რმე-ს პოზიციას ამ საკითხში“.

„არც ერთ მასალაში, რომელიც გამოქვეყნებულა მჟკ-ს საიტზე, მათ შორის ვ. სტუპნიცკის ავტორობით, არ შეიცავს ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტირება შეიძლება როგორც ანტიუკრაინული, ამართლებს ომს ან აღვივებს მტრობას უკრაინულ საზოგადოებაში“,- აღნიშნა ამსტერდამმა.

 უკრაინელ მოსამართლეებს მან ასევე შეახსენა, რომ „ყოველ ადამიანს დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში , როგორადაც პოზიციონირებს უკრაინა, აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული სიტყვის თავისუფლების, რელიგიური რწმენის, სამართლიანი სასამართლოს უფლება“.

ზემოაღწერილთან დაკავშირებით რობერტ ამსტერდამი თვლის, რომ რისკები, რომლებიც მითითებულია  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლში ვ.სტუპნიცკის, ა.ოვჩარენკოს მიმართ, ანუ რაც გულისხმობს : დაემალოს წინასწარი გამოძიების ორგანოებსა და სასამართლოს, მტკიცებულების განადგურებას ან დამალვას, დაზარალებულზე,მოწმეზე, ბრალდებულზე, ექსპერტზე,იმავე სისხლისსამართლის პროცესის სპეციალისტზე უკანონო ზეწოლას,   ხელი შეუშალოს სისხლისსამართლის საქმის წარმოებას,ჩაიდინოს სხვა სახის დანაშაული ან გააგრძელოს სისხლის სამართლებრივი სამართალდარღვევა,რომელშიც ეჭვმიტანილია, საერთოდ არ არსებობს“.    

ადრე მჟკ წერდა, რომ პოლონელმა ექს-დეპუტატმა მხარი დაუჭირა მჟკ-ს ჟურნალისტებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ