ბმე-ს მეთაური გამოხატავს სინანულს განხეთქილებაზე და იმედოვნებს შერიგებას
არქიეპისკოპოსმა იერონიმემ საბერძნეთში მიიწვია რუსეთის დეპუტატები და რუსი ახალგაზრდობა. თუმცა ჯერ არ შეუძლია შეცვალოს თავისი პოზიცია "უკრაინულ საკითხთან" დაკავშირებით.
ბერძნულ - მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათონისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსი იერონიმე წუხს მართლმადიდებლობაში გაჩენილი განხეთქილების გამო და იმედოვნებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ევქარისტული ურთიერთობის აღდგენაზე.
ამაზე არქიეპისკოპოს იერონიმესთან შეხვედრის შედეგების საფუძველზე განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარემ, რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, იუწყება РИА Новости.
გავრილოვისა და არქიეპისკოპოს იერონიმეს შეხვედრა შედგა 25 მაისს, და რუსი ჩინოვნიკის სიტყვებით, საუბარი, სხვა ყველაფერთან ერთად, მიმდინარეობდა "იმაზე, რაც ხდება ერთმორწმუნეებს შორის უკრაინაში, დამღუპველ განხეთქილებაზე და ორი ქვეყნის ურთიერთობებში მის ნეგატიურ გავლენაზე".
"და ჩვენი ამოცანაა-მაქსიმალურად წინაღვუდგეთ ამას, აღვადგინოთ ურთიერთობები და განვამტკიცოთ ისინი მართლმადიდებლური ფასეულობების საფუძველზე. ვიმედოვნებ, რომ ეს გავლენას მოახდენს განწყობაზე ეკლესიურ გარემოში",-უთხრა მსა-ს თავჯდომარემ არქიეპისკოპოს იერონიმეს.
მისი სიტყვებით, ემე-ს მეთაური დაეთანხმა ამ პოზიციას. "მან გააკეთა მოულოდნელი განცხადება. მან თქვა, რომ სინამდვილეში, წმინდა საკითხებში ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, და ეს იწვევს მძიმე შედეგებს, ადამიანების ტანჯვას. ის განწყობილი იყო ძალიან კეთილად, ატმოსფერო იყო ძალიან სასიკეთო. მან თქვა, რომ ვიმოდევნებ, ღმერთის წყალობით, ერთობლივი ძალისხმევით, სინანულით ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობას",-განაცხადა გავრილოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არქიეპისკოპოსმა იერონიმემ მიიწვია სტუმრად საბერძნეთში არამარტო რუსეთის დეპუტატები, არამედ მართლმადიდებელი რუსი ახალგაზრდობა, "რათა შეხვდნენ ბერძენ ახალგაზრდობას, განამტკიცონ ურთიერთობები".
"ჩვენ ვსაუბრობდით ათონზე. არქიეპისკოპოსმა თქვა, რომ ილოცებს ჩვენზე, და რომ ათონი, ისევე როგორც მრავალი მომლოცველობითი პროგრამა, განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს",-განაცხადა მსა-ს მეთაურმა და დაამატა, რომ მისი აზრით, ამ მომენტში იერონიმეს არ შეუძლია შეცვალოს თავისი პოზიცია "უკრაინის საკითხის მიმართ".
ადრე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთს რუსი ტურისტების შემოდინების იმედი აქვს.