ევროვიზიაზე პირველად გამარჯვება არაბინალურმა პერსონამ მოიპოვა

12 May 19:19
928
ევროვიზიის 2024 წლის გამარჯვებული. ფოტო: Epa-EFE/Jessica GOW ევროვიზიის 2024 წლის გამარჯვებული. ფოტო: Epa-EFE/Jessica GOW

ამ წლის კონკურსი გამოცხადებული იყო როგორც „ევროპული მრავალფეროვნების საზეიმო აღნიშვნა“.

შვეიცარელმა რეპერმა Nemo-მ გაიმარჯვა „ევროვიზია-24“-ის კონკურსში სიმღერით The Code, სადაც ყვებოდა საკუთარი იდენტობისა და არაბინალურობის შესახებ, იუწყება Reuters.

პრეს-კონფერენციაზე მომღერალი, რომელიც თავს არაბინალურ პერსონად თვლის (არ თვლის თავს არც კაცად, არც ქალად, - რედ.), განაცხადა, რომ მან სიამაყით მიიღო პრიზი „ხალხისთვის, რომლებიც ბედავენ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ხალხისთვის, რომლებსაც უნდა მოუსმინო და გაუგო“.

შვეიცარელი რეპერი Nemo (სრული სახელი - ნემო მეტლერი) თავის ქვეყანაში 2015 წლიდან არის ცნობილი. მან თავი გამოაცხადა „არაბინალურ პიროვნებად“ ორი თვით ადრე, ვიდრე მას სიმღერის კონკურსზე გააგზავნიდნენ.

„ეტყობა, სიმღერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და სიმღერა, სადაც მე უბრალოდ ჩემს ისტორიას ვყვები, იმდენი ადამიანი ააღელვა და შთააგონა სხვა ადამიანებს, რომ თავიანთი ისტორიის ერთგულები დარჩნენ, - ეს ყველაზე გიჟური რამ არის, რაც კი თავს გადამხდენია“, - უკვირდა Nemo-ს.

„ჩვენ მეტი შეწყალება, ჩვენ  მეტი თანაგრძნობა გვმართებს“, - დაამატა მან.

შვეიცარია მესამედ გახდა ევროვიზიის გამარჯვებული. 1956 წელს ლიზ ასიას და 1988 წელს სელინ დიონის მერე წელს გამარჯვება მოიპოვა არაბინალურმა რეპერმა Nemo-მ.

მეორე ადგილი დაიკავა ხორვატელმა Baby Lasagna-მ. მესამე - უკრაინულმა დუეტმა Jerry Heil და Alyona Alyona-მ მათი კომპოზიციით Teresa & Maria.

ორგანიზატორთა მტკიცებით, „ამ წლის კონკურსი გამოცხადებული იყო როგორც ევროპული მრავალფეროვნების საზეიმო აღნიშვნა“.

თუმცა პოლიტიკური ნაწილი სულაც არ იყო სადღესასწაულო. ისმოდა შეძახილები ღაზას სექტორში ისრაელის მონაწილის გარიცხვის შესახებ ქვეყნის სამხედრო კამპანიის გამო, რომელიც 7 ოქტომბერს ჰამასის სასიკვდილო თავდასხმით იყო პროვოცირებული. თუმცა ორგანიზატორებმა უარი თქვეს გოლანის დისკვალიფიკაციაზე და ხაზი გაუსვეს, რომ მათი კონკურსი აპოლიტიკურია. იგივე მიზეზით მათ უარი თქვეს ისრაელის მომღერლის პირველ სიმღერაზე - October Rain და აღნიშნეს, რომ სათაურიც და ტექსტიც ჰამასის ისრაელზე თავდასხმის აშკარა ალუზიაა. საბოლოოდ ისრაელელი  მომღერალი გოლანი კონკურსზე წარსდგა სიმღერით Hurracaine. ისრაელელი მომღერალი ედენ გოლანი მაყურებელთა ხმის მიცემით მეორე იყო, მაგრამ ჟიურის ხმების გათვალისწინებით მეხუთე გახდა.

როგორც მჟკ წერდა, არაბინალურმა მონაწილემ ირლანდიიდან ევროვიზიაზე სატანიზმის სეანსი გამართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ