მეუ- ეს თავიდან ბოლომდე აშშ-ის პოლიტიკური პროექტია, - მს სსუგ-ის მეთაური
მეუ-ს სტრუქტურა არ აღმოცენებულა ეკლესიური ცხოვრების წიაღიდან, არამეს სპეციალურად შეიქმნა აშშ-ის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის, განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი).
მეუ თავდანვე წარმოადგენდა აშშ- ის პროექტს იმისათვის, რომ განხორციელებულიყო პრინციპი "გაყავი და იბატონე", და განახორციელა ეს ამერიკული გეგმა პატრიარქმა ბართლომემ, განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების მეთაურმა, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი), იუწყება სსუგ-ს საიტი.
იერარქმა კომენტარი გაუკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტს კიევში.
ის, რომ ბლინკენი შეხვდა მხოლოდ მეუ-ს მეთაურს ეპიფანე დუმენკოს, და არ შეხვდა სხვა რელიგიურ ლიდერებს, არ არის მხოლოდ დამთხვევა, დარწმუნებულია მიტროპოლიტი.
"ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა განხეთქილების ხელმძღვანელს, მაგრამ არ შეხვდა სხვა რელიგიურ ლიდერებს-არც კანონიკური ეკლესიის მეთაურს, არც მუსულმანურ ან იუდეველ ლიდერებს- კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეგრეთწოდებული მეუ ეგრეთწოდებული მიტროპოლიტის (სინამდვილეში, ცრუმიტროპოლიტის) ეპიფანეს წინამძღოლობით- ეს არის აშშ-ს პოლიტიკური პროექტი თავიდან ბოლომდე",-თქვა მსსსუგ-ს მეთაურმა.
ეს არაა ის, რაც აღმოცენდა ეკლესიური ცხოვრების წიაღში, არამედ ის, რაც შეიქმნა ამერიკელების მიერ, რათა კიდევ ერთხელ განხორციელდეს პრინციპი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ და რომლითაც მოქმედებენ- დაყავი და იბატონე. დაყოფა, რომელიც უკვე მოხდა პოლიტიკურ დონეზე, ახლა უკვე მიმდინარეობს საეკლესიო დონეზეც.
ადამიანი, რომელმაც განახორციელა აშშ-ის ეს პოლიტიკური გეგმა. გახდა ფანარიონის მეთაური, აღნიშნა მიტროპოლიტმა.
"მისი დამოკიდებულება ამერიკისადმი სრულიად აშკარაა, ყველასათვის ცნობილია, და სინამდვილეში, არავისგან არ იმალება", -თქვა მან.
როგორც მჟკ იუწყება, დუმენკომ და ბლინკენმა განიხილეს, როგორ დაეხმარონ "გადასვლაში" თემებს უმე-დან მეუ-ში.