ჰამბურგში ჩატარდა გერმანიაში ხალიფატის დაარსების მომხრეთა მორიგი აქცია
ქალაქის ხელისუფლებამ ორგანიზატორებს აქციის ჩასატარებლად მკაცრი პირობები წაუყენა.
შაბათს საღამოს, 11 საათზე ჰამბურგში ჩატარდა ისლამისტთა დემონსტრაცია 23000 ადამიანის მონაწილეობით. ხელისუფლებამ ორგანიზატორებს პირობა წაუყენა: დემონსტრაციაზე არ უნდა ჟღერდეს მოწოდებები გერმანიაში ხალიფატის დაარსების შესახებ, როგორც ეს მანამდე იყო, იუწყება სააგენტო DPA პოლიციაზე დაყრდნობით.
დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი „ინტერაქტიული მუსლიმი (Muslim Interaktiv)“, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური აძლევს ექსტრემისტულის კვალიფიკაციას.
Muslim Interaktiv-ის ბოლო აქციამ, რომელიც 27 აპრილს ჩატარდა და რომელზეც ისმოდა ხალიფატის შექმნის მოწოდებები და ანტისემიტური ლოზუნგები, ძლიერი აღშფოთება და გაკიცხვა გამოიწვია გერმანელი საზოგადოებრიობისა და პოლიტიკოსთა მხრიდან.
სანკტ-გეორგის რაიონში დემონსტრაციაზე წესრიგს იცავდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც გამზადებული ჰყავდათ წყლის ჭავლის მანქანები.
ჰამბურგის ხელისუფლებამ ორგანიზატორებს წანასწარ წაუყენა პირობები აქციის ჩასატარებლად, კერძოდ, ის უნდა ტარდებოდეს მხოლოდ ერთ ადგილას, მსვლელობის გარეშე, როგორც ეს დამკვეთებს სურდათ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ პირველად აკრძალა ხალიფატისადმი მოწოდებები როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.
გფრ-ის შსს-ის უფროსმა ნენსი ფეზერმა აქციის წინ მედიაჯგუფ Funke-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით აკვირდებიან ფუნდამენტალისტებს გერმანიაში. „ჩვენი ურადღება მიპყრობილია დაჯგუფებებზე, რომლებიც მიზანდასახულად მუშაობენ ახალ ისლამისტთა მოზიდვაზე ემოციური პროპაგანდის გზით. მათ, ვისაც ჰამბურგში ხალიფატზე ფანტაზიები აქვთ, სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ არიან“, - ხაზი გაუსვა ფეზერმა.
გფრ შსს-ს უფროსის სიტყვებით, გერმანიაში ქალებისთვის ერთნაირი უფლებები მოქმედებენ, აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. „ვისაც სურს ხალიფატში, ესე იგი ქვის ხანაში ცხოვრება, იმ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდის, რასაც გერმანია მხარს უჭერს. იმ ისლამისტთა დეპორტირება, ვისაც არ აქვს გერმანული პასპორტი, ახლა უფრო სწრაფად ხდება, ხოლო გერმანული პასპორტის მქონე ისლამისტებს სახელმწიფო დაუპირისპირდება სისხლის სამართლის კანონის მთელი სიმკაცრით“, - თქვა მინისტრმა.
როგორც მჟკ წერდა, მანამდე გერმანელმა მუსულმანებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ შექმნას „გერმანიის ხალიფატი“.