უმაღლესმა სასამართლომ აიცილა მეუ-ს საჩივარი მღვდლის ოჯახის გამოსახლებაზე
უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია,მცდელობა წაართვან სახლი უმე-ს მღვდლების ოჯახებს ახალ მოშანიცაში, პოლესკში, არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს ნორმებს.
როვენის ოლქში მიტაცებული ტაძრების ორი წინამძღვარი დარჩება საცხოვრებლად თავის ოჯახებთან ერთად საეკლესიო სახლებში- ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.
მთელი თვის განმავლობაში უკრაინის უმაღლესი სასამათლო განიხილავდა ერთდროულად ორ საქმეს, რომელიც ეხებოდა მღვდლების ოჯახების გამოსახლებას: დეკანოზი იგორ გნატიშინი, ზდოლბუნოვსკის რაიონის სოფელ ნოვაია მოშანიცის უმე-ს თემის წინამძღვარი , და დეკანოზი სტეპან კოროლჩუკი, უმე-ს თემის წინამძღვარი ბერეზნოვსკის რაიონის სოფელ პოლესკოედან.
საჩივარი ორივე შემთხვევაში შეიტანეს მეუ-ს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ძალის გამოყენებით მიიტაცეს ამ სოფლის ტაძრები. ისინი არ დაკმაყოფილდნენ ტაძრების მიტაცებით და შეეცადნენ სახლებიდან გამოესახლებინათ მღვდლების ოჯახები, რომლებიც ოც წელზე მეტია მსახურობდნენ რელიგიურ თემში.
"ამ საქმეების მოსმენა ტარდებოდა ქვეყნის სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში და გაგრძელდა არაერთი წელი,- კომენტარი გააკეთა რაისა პრიხოდკომ, როვენისა და სარნენის უმე-ს ეპარქიის სამართალდამცველმა.- მე ვფიქრობ, რომ ეს საჩივრები ცინიკურია ადამიანის ურთიერთობების თვალსაზრისით და არაქტისტიანულია, რადგანაც ისინი შეიტანეს მეუ-ს რელიგიური თემის წარმომადგენლებმა, რომლებმაც უნდა იქადაგონ და იცხოვრონ ქრისტეს კანონების თანახმად".
უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოფელ ნოვაია მოშანიცას და სოფელ პოლესკოეს მეუ-ს თემების საჩივარი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსგავსი მცდელობები წაართვან ოჯახებს საცხოვრებელი არის არამიზანშეწონილი და ისეთი, რაც არ პასუხობს ნორმებსა და პრინციპებს, რომლებიც დადგენილია ევროპული სასამართლოს მიერ.
უკრაინის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როგორც მჟკ იუწყებოდა, პოლესკის მაცხოვრებლებმა ჩაახსეს ახალი ტაძრის საძირკველი, მეუ-ს მიტაცებული ტაძრის მაგიერ. ახალი მოშანიცას ტაძრის გარეშე დარჩენილი უმე-ს მორწმუნეები ითხოვენ დახმარებას ახლის აშენებაში.