მიტრ.ვლადიმირმა უპასუხა დუმენკოს სიტყვებს პოჩაევოს ბერების არაუკრაინულობაზე

27 May 2021 21:00
29
პოჩაევის მიტროპოლიტი ვლადიმერი (მოროზი). ფოტო: pochaev.org.ua პოჩაევის მიტროპოლიტი ვლადიმერი (მოროზი). ფოტო: pochaev.org.ua

მეუ-ს მეთაურის ეპიფანეს განცხადებას იმაზე, რომ პოჩაევოს ბერების „უმრავლესობა სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოყვანილები“, მიტროპოლიტმა ვლადიმერმა სიცრუე უწოდა.

პოჩაევოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის ნაცვალმა, მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (მოროზი) მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს სიტყვებს, რომ ლავრის ბერების „უმრავლესობა სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოყვანილები“, აშკარა ტყუილი უწოდა.

მან აღნიშნა, რომ პოჩაევოს ლავრის ყველა ბერი უკრაინის მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.

„სუფთა წყლის ტყუილია. ეტყობა, მათ (უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს - რედ.) ტყუილები ახასიათებთ, - თქვა მღვდელმთავარმა. - ვისაც სურს რეალურად დარწმუნდეს, შეუძლია საპასპორტო მაგიდას მიმართოს, რომ ჩვენთან, პოჩაევოს ლავრაში ყველა ბერი უკრაინელია, მათ უკრაინის პასპორტები აქვთ“.

მიტროპოლიტი ვლადიმერი ყვებოდა, რომ ახლა სავანეში 150 ბერზე მეტია და უკრაინულ  სპეცსამსახურებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ ცნობები ლავრის მობინადრეთა შესახებ, მათ მოქალაქეობაზე და წარმომავლობაზე. ხოლო დუმენკოს განცხადება პირველ რიგში მიმართულია იმ აუდიტორიაზე, რომელსაც უნდა ჯეროდეს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიისა  და კანონიკური ეკლესიის მონასტრების ბერების „არაუკრაინულობა“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, დუმენკომ განაცხადა, რომ პოჩაევოს ლავრაში „ძალიან ცოტა“ უკრაინელი ბერია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ