მიტროპოლიტ ლუკას შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება

07 May 13:00
1424
ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: Запорожская епархия ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: Запорожская епархия

მეუფეს მიუსაჯეს ღამის შინაპატიმრობა 1 ივლისამდე და ელექტრონული სამაჯურის ტარება.

2024 წლის 7 მაისს ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტ ლუკას კიევში სოლომენის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ  შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება ღამის შინაპატიმრობის სახით ორი თვის განმავლობაში და კონტროლის ელექტრონული საშუალების ტარება. მოსამართლის დასკვნა თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა მეუფემ.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ პროკურორმა იშუადგომლა აღკვეთი ღონისძიების გამოყენება შინაპატიმრობის სახით.მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

მიტროპოლიტ ლუკას შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობის სახით, აუკრძალეს ზაპოროჟიეში საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22 საათ.00 წუთ.-დან 06 საათ.00 წუთ-მდე. საცხოვრებლის დატოვების გამონაკლისი შესაძლებელია მხოლოდ  საჰაერო განგაშის გამოცხადებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობისას.

აღნიშნულია, რომ აღკვეთის ღონისძიება იმოქმედებს წინასწარი გამოძიების ვადების ფარგლებში 2024 წლის 01.07 ჩათვლით.

უმე-ს იერარქს დასჭირდება გამომძიებელთან გამოცხადება, პროკურორთან, გამომძიებელ მოსამართლესთან, სასამართლოში ყოველ მოთხოვნაზე. ასევე მას ეკრძალება ქ.ზაპოროჟიეს დატოვება გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის  ნებართვის გარეშე,თავისი საზღვარგარეთის პასპორტის ჩაბარება, მოცემული სისხლის სამართლის მოწმეებთან, მათ შორის არხის , სახელწოდებით «Лекарь.zp» მონაწილეებთან (გამომწერების) ურთიერთობებისგან თავის შეკავება,  კონტროლის ელექტრონული საშუალების ტარება.

როგორც მჟკ წერდა, 2024 წლის 1 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის ლუკას (კოვალენკო) მიმართ ეჭვის შესახებ. აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტი ლუკა "ახდენდა  რელიგიური სიძულვილის პროვოცირებას და გაღვივებას უკრაინაში".  მოგვიანებით მეუფემ ისაუბრა მასთან ჩხრეკის ჩატარებ ის დეტალებზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ