მეუს იერარქი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს

24 May 2021 00:15
29
მეუ-ს «იერარქი» ტარას (ტიხონი) პეტრანიუკი. ფოტო: mefodiy.org.ua  მეუ-ს «იერარქი» ტარას (ტიხონი) პეტრანიუკი. ფოტო: mefodiy.org.ua

განხეთქილების რესურსმა გამოაქვეყნა მეუ-ს „იერარქის“ ტარას პეტრანიუკის ხელწერილი მის თამხმობაზე „ნებაყოფლობითი  დახმარება გაუწიოს ლსრ-ს შსს ორგანოებს“ სახელით ფერზი.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსი ტიხონ პეტრანიუკი არის თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აგენტი სახელად ფერზი. ამის შესახებ წერდა „უნეტარესი მიტროპოლიტის მეთოდეს ხსოვნის ფონდის“ საიტი, რომელიც ეკუთვნის  უკრაინის ავტონომიური  მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მეთაურის მეთოდე კუდრიაკოვის მიმდევრებს.

„შიშის გარეშე, მაგრამ მოღალატისადმი ზიზღით“ რესურსმა გამოაქვეყნა პეტრანიუკის ხელწერილის სკან-კოპიო, რომელშიც ის ნებაყოფლობით თანხმდება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას“.

„მე, პეტრანიუკი ტარას ივანეს ძე, თანხმობას ვიძლევი ნებაყოფლობით დახმარება გავუწიო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შსს ორგანოებს ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების დაცვის სამსახურში. თანამშრომლობის პროცესში ვალდებულებას ვიღებ არ გავუმხილო არავის შსს ორგანოების ჩემთვის ცნობილი ფაქტები და მეთოდები, რომლებიც აინტერესებს შსს. წერით  ინფორმაციას, რომელსაც წარვადგენ, ხელს ვაწერ როგორც ფერზი“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მეუს იერარქი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს фото 1
ხელნაწერის ასლი-სქრინი. ფოტო: mefodiy.org.ua

გარდა ამისა, აღნიშნეს ფონდის საიტზე, „იერარქ“ პეტრანიუკის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 190 სტ. 4 ნაწ. (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი მაშტაბით ან ორგანიზებული ჯგუფით).

„სამწუხროდ, ჩვენიანები გვღალატობენ. მტერი ვერ გიღალატებს, იმიტომ რომ ის მტერია. ტრაგედია იმაშია, რომ ძალზე ხშირად გღალატობს ის, ვისაც სრულად ენდობი! <...> ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ისეთი გადამრბენი აგენტები, როგორც ფერზი-პეტრანიუკია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის) წიაღში - ეს ბრძოლის წინ სრული სამარცხვინო და უპირობო კაპიტულაციაა. საბედნიეროდ, ეს უხერხემლო არსება დღეს სახალხოდ მხილებულია, მოქალაქე პეტრანიუკის შესახებ ცნობილია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისთვის“, - იუწყებოდნენ მასალის ავტორები და დაგვპირდნენ  პეტრანიუკზე სერიის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ფანარს შეჩივლა „ეპისკოპოსის“ ქმედებების გამო ტიხონ პეტრანიუკის საეჭვო რეპუტაციით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აგრეთვე წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიიდან და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გადმოსულები ერთმანეთს ტაძრების რეიდერულ მიტაცებაში ადანაშაულებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ