სამართალდამცავებმა მხარი დაუჭირეს უმე-ს იერარქის გამოსვლას ეუთოში

21 May 2021 23:00
17
ოლეგ დენისოვი. ფოტო:  protiktor.com ოლეგ დენისოვი. ფოტო: protiktor.com

«Public Advocacy» ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა უმე-ს იერარქის გამოსვლას ეუთოში და დასძინა, რომ მედიაში სიძულვილის გაღვივება არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ და საზოგადოებამ.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია«Public Advocacy» ხელმძღვანელმა ოლეგ დენისოვმა მხარი დაუჭირა ეუთოში უმე-ს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბარიშევის ეპისკოპოსს ვიქტორ კოცაბას, იტყობინება ორგანიზაციის საიტი.

ეპისკოპოსმა ეუთოს წარმომადგენლებს მოუყვანა უმე-ს წევრების უფლებების შემლახველი ფაქტები და ასევე ისაუბრა მედიის როლზე კანონიკური ეკლესიის მიმართ სიძულვილის რიტორიკის გავრცელებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა უმე-ს წარმომადგენლის გამოსვლას ეუთოში და დაამატა, რომ მედიის მხრიდან შუღლის გაღვივება უნდა დაიგმოს ხელისუფლებისა და თვითონ საზოგადოების მხრიდან, სადაც ფორმულირებულ უნდა იქნას ასეთი რიტორიკის უარყოფა.

«პროპაგანდისტული სტრუქტურების მხრიდან უმე-ს მიმართ  გამუდმებული წაქეზება, მთელი რიგი ნეგატიური თემატიკის ინფორმაციის გავრცელება ამ ეკლესიური დაჯგუფების მიმართ, არა მხოლოდ ართულებს უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ მოითხოვს საზოგადოებისა და კეთილგანწყობილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომელმაც უმე-ს სადავო პუბლიკაციების საპასუხო კონკრეტული შესაძლებლობები უნდა მისცეს, ერთობლივი ძალებით მოახერხონ უმე-ს მიმართ მასიური ნეგატიური რიტორიკის გაქარწყლება.», – აღნიშნა დენისოვმა.

მისი სიტყვებით, უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ სამართლიანმა ჯურნალისტებმა უნდა იბრძოლონ, რათა აუდიტორიას მიეწოდოს უტყუარი ინფორმაცია.

დენისოვმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ თუ უკრაინა ნამდვილად მიჰყვება ევროპულ სტანდარტებს სიტყვის თავისუფლების სფეროში, უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო დონეზე უნდა ებრძოლოს მედიაში სიძულვილის გავრცელებას.

ადრე «Public Advocacy» ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის სესიათაშორის კრებაზე, სადაც მან ისაუბრა უკრაინის სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ნეგატიური იმიჯის ჩამოყალიბებაზე და უმე-ს თემების უფლებების დარღვევაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ