სერბეთის ეკლესიის ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი შეხვდა უმე-ს დელეგაციას
ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი თვლის, რომ სერბეთის ეკლესიისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა შეხვედრები ადასტურებენ მათ ერთობას ქრისტეში.
2021 წლის 18 მაისს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი შეხვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დელეგაციას ვინიცის მიტროპოლიტის ბარსონოფის მეთაურობით, იუწყება „რომფეა“.
ქალაქ ნოვისადში მიტროპოლიტ ბარსანოფს და მის თანმხლებ პირებს თბილად შეხვდა ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი, რომელმაც ხაზი გაუსვა მაგობრულ დამოკიდებულებას ორ მოძმე ხალხს შორის.
ეპისკოპოს ირინეოსის სიტყვებით, „ამ შეხვედრებით დასტურდება ჩვენი ერთობა ღმერთში და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში“.
თავის მხრივ, ვინიცის მიტროპოლიტმა ბარსონოფმა მადლობა გადაუხადა მეუფე ირინეოსს მისი სტუმართმოყვარეობისთვის და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.
უკრაინელი მორწმუნეები მივიდნენ ქალაქ ნოვისადის საკათედრო ტაძარში, მთავარანგელოზის მონასტერი კოვილში და ქრისტეს აღდგომის მონასტერში.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცის ეპარქიის დელეგაცია გაემგზავრა სერბეთის ეკლესიაში.