ფანარიონმა მონაწილეობა მიიღო გერმანიაში ეკუმენურ კონგრესში

18 May 2021 23:50
39
ეკუმენური კონგრესი გერმანიაში. ფოტო: kirche-und-leben.de ეკუმენური კონგრესი გერმანიაში. ფოტო: kirche-und-leben.de

ფანარიონის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა გერმანიის ქ. ფრანკფურტში ჩატარებულ კონგრესზე რკე-სა და პროტესტანტიზმის წარმომადგენლების მონაწილეობით.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ კონგრესში, რომელიც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 2021 წლის 15 მაისს გაიმართა რომის კათოლიკური ეკლესიისა და პროტესტანტიზმის წარმომადგენლების მონაწილეობით, გადმოსცემს „Evangelisch”.

ფანარიონის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში. ერთი თვით ადრე „გერმანელი კათოლიკების ცენტრალური კომიტეტის“ თავმდჯომარემ ტომას შტერნბერგმა განაცხადა, რომ 2021 წლის 15 მაისს „ყველა კონფესიის ქრისტიანი“ 19 საათზე „ფრანკფურტსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით თაყვანისცემის მრავალ ადგილას იღებს შესაძლებლობას შევიდეს (ტაძრებში - რედ.), გაიგოს სხვადასხვა ტრადიციის შესახებ და საკუთარი სინდისის შესაბამისად - შეუერთდეს იესო ქრისტეს ცოცხალი ხსოვნის დღესასწაულს (ანუ ეზიაროს -რედ.)“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „სიგნალი უნდა მოდიოდეს ფრანკფურტიდან, რათა გაგრძელდეს ეკუმენური ერთიანობის ძიება ყოველდღიურ ცხოვრებაში და თემების ორმხრივ სტუმრობაში“.

როგორც მჟკ გვატყობინებდა, გერმანიაში კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ეკუმენური ლოცვითი შეკრება ერთობლივი ზიარებით, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც „ზიარებაში ორმხრივ მონაწილეობას და კათოლიკებისა და არაკათოლიკების ევქარისტიას შეუძლებლად მიიჩნევს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ