ს. მოშკოვის უმე-ს თემმა მიტაცებულის ნაცვლად ახალი ტაძრის აგება დაიწყო
2018 წელს მეუ-ს მომხრეებმა სოფელ მოშკოვის უმე-ს თემს ტაძარი წაართვეს. თუმცა, მორწმუნეებმა გამონახეს ახალი სავანის აგების შესაძლებლობა.
როვენის ეპარქიის სოფელ მოშკოვის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემმა დაიწყო ახალი ტაძრის აგება მეუ-ს მომხრეების მიერ მიტაცებულის ნაცვლად, გვატყობინებენ საქველმოქმედო ფონდ „ფავორის“ Telegram -გვერდზე.
თავიდან მორწმუნეები ლოცულობდნენ ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში. დროთა განმავლობაში, უფლის წყალობით, მათ მოახერხეს სოფლის პატარა სახლის პოვნა, რომელშიც დროებით ღვთისმსახურება ტარდება. სახლის ერთ-ერთი ოთახი საკურთხევლისთვისაა გამოყოფილი, მეორეში - მორწმუნეები ლოცულობენ. თავისი ძალებით თემმა მოახერხა მშენებლობის დაწყება. დღეისათვის უკვე ჩასხმულია მომავალი ტაძრის ფუნდამენტი. ზაფხულამდე აიგება კედლებიც.
2020 წლის აპრილში ფონდმა „ფავორმა“ შეისყიდა და სამშენებლოს მასალები გადასცა სახურავის დასამონტაჟებლად. ორგანიზაცია აგრძელებს ტაძრის ფანჯრების შესყიდვისთვის შეგროვებას. აუცილებელი თანხაა 90 000 გრნ. შემოწირულებები შეიძლება გაკეთდეს ფონდის საიტზე ან პრივატბანკის ბარათზე: 5169 3305 3004 7445 აღნიშვნით „მოშკოვი“.
ადრე, სოფელ ზაბოლოტიეს უმე-ს რელიგიური თემი ღვთისმსახურებაზე შეიკრიბა, მიუხედვად იმისა, რომ მათი ეკლესია და საერთოდ ტაძრის მთელი ტერიტორია მიუწვდომელი გახლდათ.