სვიატოგორსკის საძმო: ბრალდება მიტროპოლიტ არსენის წინააღმდეგ- ხელოვნურია

25 April 19:27
931
მიტროპოლიტი არსენი მონასტრის ძმებთან ერთად. ფოტო: facebook.com/svlavra მიტროპოლიტი არსენი მონასტრის ძმებთან ერთად. ფოტო: facebook.com/svlavra

სვიატოგორსკის მონაზვნებმა და ბერებმა  მიტროპოლიტ არსენის დაპატიმრების თაობაზე მიმართვა დაწერეს.

სვიატოგორსკის ლავრის საძმო თვლის, რომ უუს-ის მიერ მიტროპოლიტ არსენის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ხელოვნური და გამოგონილია.

მიმართვა, რომელც გამოქვეყნებულია სავანის საიტზე, ნათქვამია, რომ უუ-ს მიერ გაჩენილ  ეჭვებს "ამართლებენ იმით, რომ 2023 წ. სექტემბერში მეუფემ ტაძარში ქადაგების დროს მორწმუნეებს თითქოს მოუყვა ლავრის მახლობლად განლაგებულის უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკპოსტების შესახებ და ამგვარად  სამხედრო ხასიათის ინფორმაცია გაავრცელა".

თუმცა, წერს საძმო, "დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ბრალდება არის გამოგონილი და უსაფუძვლო, რამდენადაც არავითარი სამხედრო ხასიათის ინფორმაცია მეუფეს არ გაუვრცელებია, რაც დასტურდება მრავალი მნიშვნელოვანი მტკიცებულებით". 

მიმართვაში ნათქვანია, რომ 2024 წ. 24-დან -25  აპრილის ღამეს ქალაქ დნეპრის ოქტომბრის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და  შეუფარდა მიტროპოლიტ არსენის აღკვეთის სახით პატიმრობა 60 დღის ვადით.  დაცვის შუამდგომლობა სახლში პატიმრობასა და ფულადი გირაოს გამოყენებაზე სასამართლომ არ მიიღო. დაახლოებით ღამის სამ საათზე, სასამართლოს შენობიდან მეუფე გადაყვანილ იქნა დნეპროვის  პენიტენციალურ დაწესებულებაში".

საჭიროა აღვნიშნოთ, წერს საძმო, რომ "უკრაინის კონსტიტუციის 62 მუხ. თანახმად, პირი ითვლება უდანაშაულოდ და არ ექვემდებარება სისხლისსამართლის სასჯელს, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება და არ დადგინდება სასამართლოს ბრალდების განაჩენით". 

სავანეში დარწმუნებული არიან, " რომ  აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პატიმრობის სახით, მათ შორის გირაოს შეფარდების ალტერნატივის გარეშე, არ შეესაბამება ეჭვმიტანილის პიროვნების ინკრიმინირებული დანაშაულის გარემოებებს,  და მითითებს არაჰუმანურ მოპყრობაზე პატივსაცემი  და  თანაც სუსტი ჯანმთელობის  მქონე ადამიანის მიმართ".

"მიტროპოლიტი არსენი იტანჯება მძიმე დააადებებით და ამიტომ საჭიროებს მუდმივ სამედეცინო მეთვალყურეობასა და მკურნალობას, რომლის უზრუნველყოფაც  პენიტენციალურ დაწესებულებაში შეუძლებელია",-ამბობენ ლავრაში.

სავანის ბერების აზრით, "მეუფის პატიმრობა არის ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა და მიმართულია მიტროპოლიტ არსენის იძულებით მოშორებაზე სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვრის მორჩილის შემსრულებლობიდან და მის იზოლირებას, რომელიც წარმოადგენს ერთ- ერთ მთავარ სასულიერო ცენტრს უკრაინაში".

სვიატოგორსკის ლავრის საძმო ლოცვებით ეხმარება მიტროპოლიტ არსენის, ელოდება მისი პატიმრობიდან მალე განთავისუფლებას, ხოლო ბრალდებას მეუფის მისამართით თვლის ხელოვნურად და გამოგონილად.

"მიუხედავად სავანის მასშტაბური დანგრევისა, მეუფე არსენის მხარდაჭერით ლავრაში დღესდღეობით ტარდება საღვთო მსახურება, მონასტრის საძმო ყოველდღე ეწევა  თავის  მონაზვნურ გმირობას. ასევე ლავრაში მისი სრული უზრუნველყოფით ცხოვრობს ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი საცხოვრებელი საომარი მოქმედებების შედეგად",-გაიხსენეს ლავრაში

ბერებმა დაწერეს, რომ "მიტროპოლიტი არსენი წარმოადგენს ლავრის გულს, ურომლისოდაც შეუძლებელია წარმოიდგინო სვიატოგორსკის სავანე ".

"ყველა ჩვენთაგანისათვის, რომლებიც ვცხოვრობთ ლავრაში, მეუფე არსენი შეუცვლელი სულიერი მოძღვარი, ადმინისტრატორი და მლოცველია. ამიტომ მეუფის იზოლირება ყველა ჩვენგანისათვის მძიმე დარტყმაა",- დაწერილია საძმოს მიმართვაში.

ადრე მჟკ წერდა, რომ საერთაშორისო უფლბადამცველთა ალიანსი "ეკლესია ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ითხოვდა სვიატოგორსკის მეუფის არსენის პატიმრობიდან გათავისუფლებას, აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის უცხოელი წევრები მზად არიან თავდებად დაუდგნენ იერარქს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ