ბართლომემ დალოცა მუსულმანები და ისაუბრა მათ კავშირზე ქრისტიანებთან
პარტრიარქმა ბართლომემ "მხურვალედ დალოცა" მუსულმანები რამადანის დასრულების დღესთან დაკავშირებით და განაცხადა დაახლოების აუცილებლობაზე.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე იზიარებს მუსულმანების სადღესასაწაულო სიხარულს მათი მარხვის დამთავრების დღესასწაულთან დაკავშირებით, ნათქვამია "ძმების და დების მსოფლიო მუსულმანური გაერთიანების" მიმართ გზავნილში ფანარიონის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში.
ფანარიონის მეთაურმა გამოხატა "მხურვალე დალოცვა და გულითადი სურვილები ჩვენს ძმებს და დებს ისლამურ რელიგიაში მთელს მსოფლიოში".
პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით,საკვები როგორც სულიერების წყარო აახლოვებს ქრისტიანებს მუსულმანებთან.
"რა მშვენიერია, რომ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ელემენტი საკვები, აერთიანებს ყველას საკვების საერთო მაგიდასთან ერთობლივად მიღების კურთხეულ აქტში,-აღნიშნა მან.- საკვები ხდება სულიერების წყარო და მიზეზი დღესასწაულისათვის. ეს გვაახლოვებს ჩვენ ჩვენს მუსულმან ძმებთან და დებთან ყველა ქვეყანასა და ყველა კონტინენტზე. ის გვაერთიანებს, როგორც რელიგიურ ლიდერებს, ასევე ღვთის მორწმუნეებს, მამაკაცებს და ქალებს, ახალგაზრდებს და მოხუცებს".
საკვები, ფანარიონის მეთაურის აზრით, აერთიანებს ადამიანებს მიუხედავად მათი რელიგიური რწმენისა, "იმიტომ რომ არ არის განსხვავება ადამიანებს შორის ღმერთის წინაშე".
გზავნილში აღნიშნულია, რომ გარდა კვებისა და მარხვისა არსებობს სხვა სფერო, რომელშიც ფანარიონს და მუსულმანებს "შეუძლიათ და უნდა მონახონ საერთო პარამეტრები".
"დაე იმავე ღმერთმა მოუტანოს მშვიდობა ყველას და აყვავება მთელ მსოფლიოს", უსურვა გზავნილის დასასრულს პატრიარქმა ბართლომემ.
კომენტარებში მიაქციეს ყურადღება ასეთ ფორმულირებას, ქრისტიანები ხომ ეთაყვანებიან სამებას, ხოლო მუსულმანების ალაჰი-არ არის სამება.
"უწმინდესო, ეს არ არის ერესი, ასწავლო, რომ ისლამი და ქრისტიანობა ემსახურებიან ერთ და იმავე ღმერთს?",-იკითხა George Papafotiou-მ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა მიიღო მონაწილეობა მუსულმანურ იფტარ-ვახშამზე ერდოღანთან ერთად.