უმე-ს თემმა როვენის ოლქის ს. მალინსკში სასამართლოში ტაძარზე უფლება დაიცვა

17 May 2021 23:21
8
პეტრე და პავლე მოციქულის ტაძარი მოლინსკში. ფოტო: СПЖ პეტრე და პავლე მოციქულის ტაძარი მოლინსკში. ფოტო: СПЖ

სასამართლომ უარი განუცხადა მეუ-ს მომხრეებს საჩივარზე, რომლებიც ყალბი დოკუმენტებით ცდილობდნენ წაერთმიათ წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი სარნენის ეპარქიის თემისათვის. 

 

2021 წლის 14 მაისს შედგა საქმის მოსმენა ბერეზნოვსკის რაიონულ სასამართლოში, სოფელ მალინსკის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის  უმე-ს  თემის მიერ სარგებლობის დაბრკოლების მოხსნის შესახებ. სასამართლო სხდომის შედეგებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა როვენის ოლქის სოფელ მალინსკიდან მოიგეს მეუ-ს მომხრეების მიერ შეტანილი სარჩელი.

როგორც სარნენის ეპარქიის სამართალდამცველმა რაისა პრიხოდკომ განაცხადა, სარჩელი შეიტანა მეუს- ახლადშექმნილი თემის ფიზიკურმა პირმა ვლადიმირ გნესმა.

"ამ სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს,რომ ვლადიმერ გნესი არის სოფელ მალინსკის წმინდა პეტრე-პავლეს უმე-ს ეკლესიის წინამძღვარი,- დააკომენტარა საქმე სამართალდამვველმა.- მაგრამ რამდენადაც საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ ლიკვიდაცია გაუკეთა უმე-ს თემს მეუ-ს ფსევდოშეკრების საფუძველზე, მათ არ შეუძლიათ მიმართონ მის წინამძღვარს".

ტაძარზე თავისი პრეტენზიების მტკიცებულებებად მეუ-ს მომხრეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მათ მიერ ფალსიფიცირებული "უფლება საკუთრებაზე" მალისნკში მდებარე მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაზე. თავისი მოქმედების მოტივაცია მათ წარმოადგინეს ისე, რომ უმე-ს თემმა დაკარგა საკუთარ ტაძარზე უფლების მოწმობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

"მოწმობა აქვს წინამძღვარს, მაგრამ სასამართლოს მან არ უჩვენა. მოსმენის დასრულების შემდეგ მამა ვლიდიმირმა შეიტანა განცხადება პოლიციაში საბუთის გაყალბების გამო, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე",- თქვა სამართალდამცველმა რაისა პრიხოდკომ. 

საქმის განხილვის შედეგებით, ბერეზნოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი უარი ეთქვას სარჩელის შეტანაში მეუ-ს თემს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ტაძარზე თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლებენ ასევე უმე-ს სარნენსკის ეპარქიის სხვა მორწმუნეები   -  წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის თემი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ